გრაფიკული დიზაინი 2024 წელს

გრაფიკული დიზაინი არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სფერო ციფრულ მარკეტინგში, რომელსაც ნებისმიერი ბიზნესი საჭიროებს.

გრაფიკული დიზაინერი ქმნის გრაფიკულ ელემენტებს, როგორიცაა ლოგო, საიტის დიზაინი, ბრენდბუქის ელემენტები და სხვა.

რაც მთავარია გრაფიკული დიზაინერები ქმნიან სარეკლამო ვიზუალებს, როგორიცაა სოციალური მედიის პოსტერები, სარეკლამო ბანერები და სხვა.

გრაფიკული დიზაინის მიმართულებები:

წარმოგიდგენთ ყველაზე მოთხოვნად სერვისებს, რომლისთვისაც საჭიროა გრაფიკული დიზაინერის დახმარება

რაში გვჭირდება გრაფიკული დიზაინი?

განვიხილოთ ძირითადი მიმართულებები, რაშიც კომპანიებს ჭირდებათ გრაფიკული დიზაინი:

ბრენდის შექმნა –  გრაფიკული დიზაინერი ქმნის ლოგოს დიზაინს, ბრენდბუქის ელემენტებს და ნებისმიერ სხვა ვიზუალურ ელემენტს, რაც ბრენდისთვის გახდება აუცილებელი.

სოციალური მედია – სოციალური მედიის ბანერები, პოსტერები, სარეკლამო მასალა. გრაფიკული დიზაინერ ქმნის ყველაფერს, რაც ჭირდება ბიზნესს სოც. მედიაში ვიზუალიზაციისთვის.

საიტის დამზადება – საიტის დიზაინი, მისი ცალკეული ელემენტები, როგორიცაა ბანერი, აიქონები და სხვა.

სად ვისწავლოთ გრაფიკული დიზაინი?

ვებ დიზაინერიბაზარზე უამრავი გრაფიკული დიზაინის კურსია, როგორც ქართული, ისე უცხოური.

როგორ შევარჩიოთ ჩვენზე მორგებული გრაფიკული დიზაინერის კურსი?

განსაზღვრეთ მიზანი – რისი სწავლა გსურთ და რატომ?

განსაზღვრეთ თქვენი დრო და ფინანსური შესაძლებლობები – რამდენად თავისუფალი დრო გაქვთ და რა ფინანსების ინვესტირება შეგიძლიათ საკუთარ თავში?

შეარჩიეთ რამდენიმე კურსი, თქვენი მიზნების და შესაძლებლობების მიხედვით

გაეცანით კურსის შინაარსს, პირობებს და ფორმატს. შეამოწმეთ შეფასებები (ასეთის არსებობისას)

რამდენი გრაფიკული დიზაინერის ხელფასი (ანაზღაურება)?

ანაზღაურება დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიცაა: გამოცდილება, ბაზარზე არსებული მდგომარეობა, სამუშაოს მოცულობა და სხვა.