ციფრული მარკეტინგი 2024 წელს

ციფრული მარკეტინგიციფრული მარკეტინგი თანამედროვე ბიზნესის გაპიარების ყველაზე ძლიერი იარაღია.

ვინაიდან სარეკლამო ფინანსები ყოველთვის შეზღუდულია, დიჯითალ მარკეტინგის მეშვეობით თქვენ შესაძლებლობა გაქვს, ყველაზე ნაკლები დანახარჯებით მიიღოთ მაქსიმალური შედეგები.

განვითარებულ ქვეყნებში, კომპანიების მიერ ციფრულ მარკეტინგში დახარჯული თანხების წილმა უკვე რამდენიმე წელია გადააჭარბა ტრადიციული მარკეტინგის ხარჯებს (ტელევიზია, რადიო, ბილბორდები).

იგივე ტენდეცია შეინიშნება საქართველოშიც, სადაც სულ უფრო მეტი ინვესტიცია იდება კომპანიების მხრიდან ციფრულ მარკეტინგში, კერძოდ: საიტების დამზადებაში, სოციალური მედიის განვითარეში და სხვა.

ამავდროულად, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტები გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კადრები საქართველოში. პროფესიონალი კადრის დასაქმება სურს ბიზნესს, ყველა სფეროდან.

ციფრული მარკეტინგის მიმართულებები

რატომ დიჯითალ მარკეტინგი?

  • ფართო დიაპაზონი: დიჯითალ მარკეტინგი საშუალებას გაძლევთ თქვენი ხმა მიაწვდინოთ, ადამიანთა ფართო მასებს, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა. 
  • უფრო იაფია – ტრადიციულ მარკეტინგულ საშუალებებთან შედარებით გაცილებით იაფი ჯდება – ერთ თვიანი სატელევიზიო რეკლამის ნაცვლად, თქვენ შეგიძლიათ 1 წელი არეკლამოთ ფეისბუქში თქვენი ბიზნესი, თანაც უკეთესი შედეგებით. 
  • უფრო ახლოს ხართ მომხმარებელთან – თქვენ უშუალო კომუნიკაციაში ხართ მომხმარებელთან, თქვენი სოც. გვერდების, ელ.ფოსტის და ვებ-საიტის მეშვეობით, იცით მათი ვინაობა, რა სურთ, მათი შეტყობინებები ინახება თქვენთან და საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ რემარკეტინგი.
  • მეტად გაზმოვადია – მიღებული შედეგების გაზომვის და კორექტირების გაცილებით უკეთესი ანალიტიკური საშუალებები არსებობს ციფრულ მარკეტინგში, ვიდრე ტრადიციული რეკლამის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, თქვენ ზუსტად გეცოდინებათ რაში იხარჯება თქვენი ფინანსები.
  • მიზნობრიობის უმაღლესი დონე – თქვენი რეკლამა შესაძლებელია გამოუჩნდეს ისეთ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე უფრო დიდი ალბათობით დაინტერესებულნი არიან თქვენი პროდუქციით: ინტერესების, ლოკაციის, სქესის და მათი წარსული აქტივობების მიხედვით.
  • მოქნილობა – თქვენ საშუალება გაქვთ გატესტოთ სხვადასხვა პლატფორმა, მეთოდი, სტრატეგია. შეცვალოთ აქცენტები და რეკლამის ტიპი, სწრაფად, იაფად და შედეგიანად.

ციფრული მარკეტინგის სტრატეგია

როგორ განვახორციელოთ ეფექტური ციფრული მარკეტინგის სტრატეგია ჩვენ ორგანიზაციაში:

მიზნების დასახვა – გაზმოვადი და ნათელი მიზნების დასახვა.

მიზნობრივი მომხმარებლის განსაზღვრა – ვინ არიან თქვენი პროდუქციის ან მომსახურების პოტენციური მომხმარებლები.

მარკეტინგული გეგმის შედგენა – მიზნების შესაბამისი გეგმის განსაზღვრა, მათ შორის სწორი პლატფორმების შერჩევა და შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრა, რაც დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში.

ბრენდის შექმნა – ბრენდის გარეშე თქვენი სათქმელი ინტერნეტში ისმის, როგორც ექო უღრან ტყეში.

ვებ-საიტის შექმნა – ეს არის თქვენი ორგანიზაციის ციფრული ჰაბი, სადაც განთავსებულია ყველაზე მოცულობითი ინფორმაცია თქვენი ორგანიზაციის შესახებ.

სეო ოპტიმიზაციის და კონტენტ მარკეტინგის განხორციელება – საშუალებას გაძლევთ გაზარდოთ საიტის ვიზიტორების რაოდენობა საძიებო სისტემებიდან, მათ შორის გუგლიდან.

სოციალური მედია მარკეტინგის განხორციელება – ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტიკტოკი, ლინქედინი, ეს არის პლატფორმები, სადაც შეგიძლიათ მოიძიოთ თქვენი პოტენციური მომხმარებელი.

იმეილ მარკეტინგის განხორციელება – განსაკუთრებით მნიშვნელოვანია B2B სექტორისთვის.

ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენება მარკეტინგული აქტივობის შესაფასებლად და კორექტირებისთვის.

 

ციფრული მარკეტინგის კურსები

ბაზარზე უამრავი მარკეტინგული კურსია, როგორც ქართული, ისე უცხოური.

როგორ შევარჩიოთ ჩვენზე მორგებული ციფრული მარკეტინგის კურსი?

განსაზღვრეთ მიზანი – რისი სწავლა გსურთ და რატომ?

განსაზღვრეთ თქვენი დრო და ფინანსური შესაძლებლობები – რამდენად თავისუფალი დრო გაქვთ და რა ფინანსების ინვესტირება შეგიძლიათ საკუთარ თავში?

შეარჩიეთ რამდენიმე კურსი, თქვენი მიზნების და შესაძლებლობების მიხედვით

გაეცანით კურსის შინაარსს, პირობებს და ფორმატს. შეამოწმეთ შეფასებები (ასეთის არსებობისას)

ჩვენი რჩევები:

1.გადაწყვეტილება მიიღეთ თავად, მოუსმინეთ, თუმცა ნუ დაუჯერებთ სხვებს.

2.თეორია, ლამაზი სიტყვები და ფრაზები სკოლაში და უნივერსიტეტშიც საკმარისია, ნუღა დატვირთავთ გონებას ზედმეტი ინფორმაციით.

3. პრაქტიკა, პრაქტიკა და კიდევ ერთხელ პრაქტიკა, ამ კომპონენტის, კერძოდ რეალური პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობის გარეშე არც კი განიხილოთ რომელიმე კურსი.