რეკლამა ინსტაგრამზე

რეკლამა ინსტაგრამზე - რა გავითვალისწინოთ?

რეკლამა ინსტაგრამზე, მართალია ჩამოუვარდება ფეისბუქს მომხმარებლების რაოდენობით, თუმცა ზოგჯერ შესაძლოა გაცილებით უფრო ეფექტური იყოს თქვენი ბიზნესისთვის.

როდის არის ინსტაგრამ რეკლამა უფრო შედეგიანი?

რეკლამა ინსტაგრამზეინსტაგრამის ქართველი მომხმარებლები არიან 30 წლამდე ადამიანები, რომელთა ინტერესი და ქცევა განსხვავდება უფროსი თაობისგან.

აქედან გამომდინარე, თუ თქვენი პროდუქტი ან მომსახურება ამ სეგმენტზე არის უპირატესად მორგებული, რეკლამა ინსტაგრამზე მოგიტანთ უფრო მეტ შედეგს ვიდრე Facebook-ში რეკლამირება.

გარდა ამისა, ინსტაგრამი არის საუკეთესო პლატფორმა ვიზუალური ინდუსტრიებისთვის, როგორიცაა: მოდა, სილამაზის სალონები და არქიტექტურა.

როგორია ინსტაგრამის ალგორითმი?

მომხმარებლის ჩართულობა – რამდენი “გული” და კომენტარი აქვს თითოეულ პოსტს.

რელევანტურობა – რამდენად აქტუალურია მომხმარებლისთვის თქვენი პოსტის შინაარსი.

მომხმარებლის დამოკიდებულია თქვენ გვერდთან – რაც უფრო ხშირად ნახულობს და მოსწონს მომხმარებელს თქვენი გვერდი, მით უფრო ხშირად უვარდება იგი მას.

დროის ფაქტორი – ახალი პოსტები უფრო მეტად ჩანს, ვიდრე ძველები.

რამდენად ძებნადია თქვენი გვერდი – რაც უფრო ხშირად ეძებენ თქვენ გვერდს მომხმარებლები, მით უფრო მოწინავე პოზიციებს იკავებს და ხშირად ჩანს ინსტაგრამის პლატფორმაზე.

პოსტის თვალიერების პერიოდი – რამდენ დროს უთმობენ მომხმარებლები თქვენი პოსტის თვალიერებას.