ლოგოს დამზადება & დიზაინის შექმნა

ლოგოს დამზადება - რა უნდა ვიცოდეთ?

ლოგოს დამზადება არის პირველი ნაბიჯი კომპანიის ბრენდინგში, ამავდროულად ლოგოს დიზაინი არის ერთ-ერთი მთავარი ხელსაწყო ეფექტური მარკეტინგისთვის.

რატომ არის მნიშვნელოვანი ლოგოს შექმნა?

ლოგოს დამზადებალოგოს ფუნქციაა პოზიტიურად წარმოაჩინოს თქვენი ბრენდი მომხმარებლების წინაშე და ასევე, განასხვაოს თქვენი პროდუქცია ან მომსახურება სხვა კონკურენტებისგან.

ლოგო ზრდის თქვენი საქმიანობის არეალს – რაც უფრო ცნობადია თქვენი ლოგოს დიზაინი, მით უფრო მეტი დაინტერესება არსებობს მომხმარებლისგან. 

ლოგოს გარეშე, თქვენი საქმიანობის შესახებ გაცილებით ნაკლებმა ადამიანმა იცი, როგორც რაოდენობრივად, ისე გეოგრაფიულად.

ლოგო ზრდის მოგების მარჟას – ბრენდირებული პროდუქცია უფრო ძვირად იყიდება, ვიდრე ბრენდის გარეშე.

ლოგო გეხმარებათ ბიზნესის გაფართოებაში – ლოგოს მეშვეობით შეგიძლიათ ერთი ბრენდის ქვეშ მოაქციოთ რამდენიმე საქმიანობა.

ლოგოს დიზაინი - 6 პრინციპი

  1. სიმარტივე
  2. ორიგინალურობა
  3. მრავალმხრივობა
  4. მასშტაბურობა
  5. ბალანსი და პროპორცია
  6. მარადიულობა

 

განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე

სიმარტივე

სიმარტივე არის ის, რაც ეხმარება ლოგოს, გაუძლოს დროს. მაგალითად, ყველასთვის ცნობილი Nike-ის ლოგო, რომელიც დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც ათეულობით წლის წინ.

კარგი ლოგო არ უნდა იყოს გადატვირთული, ამიტომ უმჯობესია, გამოიყენოთ  მხოლოდ რამდენიმე ელემენტი.

ასევე, სიმარტივე მოითხოვს სივრცის სწორად გამოყენებას – ელემენტები , რომლებიც ქმნიან თქვენს ლოგოს, უნდა იყოს გამოკვეთილი და მარტივად აღსაქმელი მომხმარებლისთვის.

ორიგინალურობა

თქვენი ლოგო უნდა იყოს განსხვავებული, რათა მიიპყროს მომხმარებლის ყურადღება და დარჩეს მათ გონებაში.

გავიხსენოთ Starbucks -ისა და Apple-ის ლოგოები. ისინი ნამდვილად ორიგინალური და დაუვიწყარია. 

მრავალფეროვნება

დაფიქრდით, როგორ გამოიყურება თქვენი ლოგო ყველა იმ ადგილას, სადაც გსურთ მისი გამოყენება?

თქვენს პროდუქტზე, აბრებზე, სარეკლამო ბანერზე, ვებ-საიტზე და ა.შ.

ლოგო უნდა იყოს მრავალმხრივი და ადაპტირებადი ნებისმიერი ფორმით გამოყენებისთვის.

თქვენ გჭირდებათ მოქნილი ლოგოტიპი, რომელიც იცლის ფორმას, ზომას , ფერს, რათა მოერგოს ნებისმიერ ფორმას და ადგილს.

მასშტაბურობა

ლოგოს ცნობა და აღქმა შესაძლებელი უნდა იყოს როგორც პატარა სავიზიტო ბარათზე, ისე – უზარმაზარ სარეკლამო ბილბორდზე. თუ მასში ბევრ დეტალს შეიტანთ და გადატვირთავთ, ეს გაართულებს მის გამოყენებას სხვადასხვა ტიპის ზედაპირზე.

ბალანსი და პროპორცია

ადამიანებს უყვართ დიზაინები, სადაც დაცულია ბალანსი და პროპორციულობა. 

მნიშვნელოვანია თქვენი ლოგოს დამზადება განხორციელდეს ყველა შესაბამისი სტანდარტისა და მოთხოვნის დაცვით, რათა არ დაირღვეს დიზაინის ჰარმონია.

მარადიულობა

რა თქმა უნდა არაფერია მარადიული, თუმცა  მნიშვნელოვანია თქვენი ლოგო გამოიყურებოდეს ისევე აქტუალურად 10 წლის შემდეგ, როგორც შექმნის მომენტში.

დრო გადის, კომპანია იზრდება და ვითარდება, თუმცა მისი ლოგოს კონცეფცია რჩება უცვლელი. 

იგი ატარებს თქვენი ორგანიზაციის დნმ-ს და იდეას, რომელიც არ იცვლება.