ფეისბუქ რეკლამა – რა უნდა ვიცოდეთ?

Facebook რეკლამა – რა უნდა ვიცოდეთ?

ფეისბუქ რეკლამაფეისბუქ რეკლამა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ეფექტური სარეკლამო საშუალებაა საქართველოში, რადგან ჯდება იაფი და იძლევა სწრაფ შედეგებს.

ამ სტატიაში გავცემთ პასუხს ყველა გავრცელებულ შეკითხვას Facebook-ში რეკლამირების შესახებ, კერძოდ:

  • რას გულისხმობს რეკლამა ფეისბუქში?
  • რატომ ფეისბუკი?
  • რამდენად ეფექტურია ფეისბუქ გვერდის დარეკლამება?
  • ვინ ახორციელებს რეკლამირებას?
  • როგორ და ვინ ახორციელებს კომუნიკაციას მომხმარებელთან?
  • რა ღირს Fb რეკლამა?
  • როგორ ვისწავლო რეკლამირება ფეისბუქზე?

რას გულისხმობს რეკლამა ფეისბუქზე?

რეკლამა Facebook-ზე შედგება რამდენიმე კომპონენტისგან:

  • ბიზნეს გვერდის შექმნა
  • კონკურენტების და პოტენციური მომხმარებლების კვლევა
  • სარეკლამო კონტენტის მომზადება
  • რეკლამის გაშვება და მონიტორინგი
  • შედეგების ანალიზი და კორექტირება

როგორ მუშაობს Facebook რეკლამირება?

გაქვთ ხარისხიანი და მოთხოვნადი პროდუქტი ან მომსახურება, თუმცა არასაკმარისი გაყიდვები?

ამის მთავარი მიზეზია ის გარემოება, რომ თქვენს შესახებ არ აქვთ ინფორმაცია მიზნობრივ მომხმარებლებს, ამის გამოსწორების საუკეთესო გზა კი ფეისბუქ მარკეტინგია.

იმისათვის, რომ გაზარდოთ გაყიდვები აუცილებელია ორი ელემენტის ერთდროულად არსებობა: ცნობადობა და ნდობა. 

როგორ იქმნება ცნობადობა და ნდობა Facebook-ში?

1. მოწესრიგებული ბიზნეს გვერდი – პირველ რიგში მნიშვნელოვანია ვიზუალურად და ტექნიკურად მოწესრიგებული გვერდი, სადაც განთავსებულია დეტალური ინფორმაცია თქვენი საქმიანობის შესახებ.

2.ხარისხიანი კონტენტი – ეს არის ფოტო-ვიდეო მასალა თქვენი პროდუქციის ან მომსახურების შესახებ, რომელიც შექმნილია პროფესიონალურად, ყველა ტექნიკური და ვიზუალური სტანდარტის დაცვით.

3.სწორი რეკლამა – სწორად განხორციელებული რეკლამა საშუალებას იძლევა მიაწოდოთ თქვენს შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს – გახდეთ ცნობადი.

4. ეფექტური კომუნიკაცია – ყველა წინა ეტაპი და ძალისხმევა წყალში იქნება ჩაყრილი, თუ დაინტერესებულ მომხმარებელს არ დაახვედრებთ სწორ და გამართულ კომუნიკაციას, სწორედ ამ ეტაპზე ხდება ნდობის შექმნა, რაც წარმოადგენს გაყიდვების საფუძველს.

5. ხარისხიანი მომსახურება & პროდუქტი, რაც მომხმარებლის კმაყოფილებას და თქვენს შესახებ პოზიტიური ინფორმაციის გავრცელებას განაპირობებს, რაც თავის მხრივ საფუძველია გაყიდოთ მეტი.

რატომ ფეისბუქ რეკლამა?

  • ფეისბუქი ყველაზე პოპულარული პლატფორმაა, როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში.
  • ყველა ასაკის და ინტერესების ადამიანებს შეგიძლიათ მიაწვდინოთ თქვენ რეკლამა, უმოკლეს დროში
  • გაცილებით იაფი ჯდება ვიდრე ალტერნატიული პლატფორმები
  • ყველა თქვენი კონკურენტი უკვე არეკლამებს ფეისბუქზე
  • ფეისბუქ რეკლამა საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სწრაფი შედეგები.

რამდენად ეფექტურია ფეისბუქ გვერდის დარეკლამება?

რამდენად ეფექტურია Facebook გვერდის დარეკლამება საქართველოში? 

2024 წლის კვლევებით დასტურდება, რომ გამოკითხული ბიზნესის 85%-სთვის ფეისბუქ რეკლამა არის წამყვანი სარეკლამო პლატფორმა ინტერნეტში, ხოლო გამოკითხულთა 60% თვლის, რომ ინტერნეტ რეკლამის სრული ბიუჯეტის დახარჯვა ფეისბუქზე არის საუკეთესო ინვესტიცია.

ვინ ახორციელებს FB რეკლამას?

თქვენ შეგიძლიათ ფეისბუქ რეკლამირება ანდოთ შემდეგ პირებს:

დაქირავებული შიდა კადრი

თუ გჭირდებათ ადამიანი, რომელიც თქვენს ოფისში იმუშავებს და უფრო მჭიდრო კომუნიკაცია ექნება თქვენთან, თუმცა ასეთი კადრი, საშუალო გამოცდილებით გაცილებით ძვირი ეღირება, ვიდრე შემდეგი ორი ალტერნატივა.

დაქირავებული ფიზიკური პირი (Freelancer-ი)

შედარებით იაფი ეღირება და მომსახურების ხარისხიც შესაძლოა უფრო მაღალი იყოს, ვიდრე შიდა კადრის შემთხვევაში, თუმცა მუშაობის ფორმატი იქნება დისტანციური და ძირითადად ერთი ადამიანი იმუშავებს თქვენ გვერდზე, როგორც კონტენტის შექმნაზე, ისე რეკლამირებაზე.

მარკეტინგული სააგენტო

საქართველოში არსებობს ყველანაირი ტიპის, ბიუჯეტის და ფორმატის მარკეტინგული სააგენტო. 

შესაძლოა ნახოთ, როგორც ძვირიანი და გამოცდილების გარეშე, ასევე შედარებით იაფი და ხარისხიანად მომუშავე სააგენტო. ამისთვის საჭიროა კვლევის ჩატარება, სასურველია გუგლის საძიებო სისტემაში მოძებნოთ 5-6 სააგენტო, ყველას დაუკავშირდეთ და კომუნიკაციის შედეგად განსაზღვროთ თქვენთვის შესაბამისი. 

არ დაიზაროთ, რადგან ამ პროცესმა შესაძლოა დიდი ოდენობთ ფინანსები დაგაზოგინოთ. სააგენტოს მთავარი უპირატესობა გახლავთ იმაში, რომ თქვენ გვერდზე მუშაობს საუკეთესო გამოცდილების მქონე მარკეტინგული გუნდი.

ნაცნობი, მეზობელი, ახლობელი

ერთი შეხედვით იაფი და მარტივი გამოსავალი, თუმცა მეორე მხრივ ყველაზე ძვირიანი და ემოციურად ზარალიანი ალტერნატივაა ამ სიაში.

რა ღირს ფეისბუქ რეკლამირება?

რა ღირს რეკლამა ფეისბუქზე? ყველას აინტერესბს FB რეკლამის ფასი, ამიტომაც განვიხილოთ, თუ რა თანხდებთან არის დაკავშირებული ამ პლატფორმაზე რეკლამირება, რომელიც შედგება ორი ელემენტისგან:

1.მომსახურების ფასი – დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ ახორციელებს სარეკლამო მომსახურებას, ეს არის შიდა კადრი, თუ მომსახურე პირი / კომპანია.

შიდა კადრის შემთხვევაში– ფორმდება შრომითი ხელშეკრულება, ასევე ველდებული ხართ გადაიხადოთ საშემოსავლო გადასახადი და საპენსიო მოსაკრებელი, სულ, მინიმალური ხარჯი – 1500 ლარი (საუბარია დამწყებ ან საშუალო გამოცდილების მქონე კადრზე)

მომსახურება ფიზიკური პირისგან ან სააგენტოსგან – ხარისხიანი მომსახურების მიღება შესაძლებელია 500 ლარიდან (გადასახადების ჩათვლით)

2.რეკლამის ხარჯი – დამოკიდებულია თქვენს მიზნებზე, პროდუქტზე და სხვა დეტალებზე, რის გათვალისწინებითაც, შესაძლოა დახარჯოთ თვეში 100$ ან 500$ 

ასევე დაგაინტერესებთ: რა ღირს რეკლამა ინტერნეტში?

Facebook რეკლამის ფორმები

მოდით განვიხილოთ ფეისბუქ რეკლამირების ძირითადი ფორმები:

  • კარუსელის ფორმატის რეკლამა 
  • ვიდეო რეკლამა
  • ფოტოვიზუალური რეკლამა
  • გალერეა
  • კატალოგის ფორმატის რეკლამა

ფეისბუქ რეკლამა - ყველაზე ეფექტური ტიპები:

  • მესიჯების რეკლამა – მისი მიზანია მაქსიმალური რაოდენობის მესიჯები შემოვიდეს თქვენს ფეისბუქ გვერდზე.
  • მომხმარებელთა ჩართულობა – მაქსიმალური რაოდენობის მომხმარებელი შედის ინტერაქციაში თქვენს სარეკლამო პოსტთან (მოწონების, გაზიარების, კომენტარის სახით).
  • ლაიქების რეკლამა – მთავარი მიზანია გვერდის ლაიქების ზრდა.
  • ლიდების ტიპის რეკლამა – საკონტაქტი ინფორმაცია გროვდება პოტენციური მომხმარებლებისგან, რომლებიც დაინტერესებული არიან თქვენი მომსახურებით ან პროდუქციით. სიის გადმოწერა შეგიძლიათ Excell-ის ფორმატში.
  • ტრაფიკის ტიპის რეკლამა – ძირითადად გამოიყენება ფეისბუქ რეკლამით საიტის მომხმარებლების ზრდის მიზნით.
  • ცნობადობის გასაზრდელი რეკლამა – თქვენი რეკლამა გამოუჩნდება მაქსიმალური რაოდენობის მომხმარებელს.

რომელი ტიპის Facebook რეკლამას ანიჭებთ უპირატესობას თქვენ?

გსურთ მიიღოთ თქვენზე მორგებული პირობები? დაგვიკავშირდით დღესვე.

მიიღეთ დეტალური კონსულტაცია

დაგვიკავშირდით

როგორ ვისწავლო Facebook რეკლამა?

ხშირად გვისვამენ შეკითხვას, “როგორ ვისწავლოთ დაბუსტვა ფეისბუქზე”, არსებობს რამდენიმე ალტერნატივა:

უცხოური ონლაინ კურსები

საკმაოდ ბევრი კარგი კურსია ინტერნეტში, რომელიც შეგიძლიათ გაიაროთ, თუ ფლობთ უცხოურ ენას. მაგალითად:

Hubspot -ის კურსები

Udemy-ის კურსები

Coursera-ს კურსები

ქართული ონლაინ კურსები

ძალიან მრავალფეროვანი შემოთავაზებებია ქართულ ენაზეც.

კურსები აქვს ყველას: მცოდნეს, უცოდინარს, გამოცდილს, გამოუცდელს, აფერისტს, ჭკვიანს და ა.შ..

ხშირად ასეთი კურსები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე უცხოური ანალოგები და ხარისხობრივადა გაცილებით ჩამოუვარდება მათ.

თუმცა, მთავარი პრობლემა მაინც გახლავთ იმაში, რომ ასეთი კურსებით ძნელია რეალური პრაქტიკული ცოდნის მიღება, რომლის საფუძველზეც პირდაპირ დაიწყებთ მუშაობას რომელიმე კომპანიაში ან განახორციელებთ თქვენი ფეისბუქ გვერდის რეკლამირებას.

უფასო რესურსები ინტერნეტში

ყველაფერი რაც ისწავლება ქართულ, თუ უცხოურ ონლაინ კურსებზე განთავსებულია ინტერნეტში სრულიად უფასოდ, თუმცა ამ “განძის” მოსაძებნად საჭიროა ძიება, ბევრი მუშაობა საკუთარ თავზე და ნებისყოფა.

ფიზიკური კურსები

ასეთ კურსებზე სწავლება ხდება ადგილზე, ოფისში ან სპეციალურად გამოყოფილ ცენტრში.

მსგავსი კურსები შედარებით უფრო მეტ ცოდნას იძლევა, დაახლოებით ისეთს, როგორსაც ღებულობთ უნივერსიტეტებში, თუმცა ზოგიერთი კურსი უზრუნველყოფს პრაქტიკას, მათ შორის სტაჟირების გავლას.

ჩვენი რჩევა იქნება გაიაროთ Mediahub-ის სოციალური მედიის კურსი. სადაც მიიღებთ გარანტირებულ პრაქტიკულ ცოდნას, რეალურ სამუშაო რეჟიმში.