ვებ საიტის შექმნა & საიტების დამზადება

საიტის შექმნა - სრული ინსტრუქცია

საიტის შექმნამიუხედავად იმისა, გაქვთ სამშენებლო ბიზნესი, ტანსაცმლის მაღაზია თუ IT სერვისი, საიტის შექმნა ერთნაირად მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის.

ამ სტატიაში ჩვენ გავცემთ პასუხს ყველა საინტერესო შეკითხვას:

  • როგორი ტიპის საიტის დამზადება არის შესაძლებელი?
  • რა არის საჭირო ვებსაიტის შესაქმნელად?
  • რა მიზნით ხდება საიტების დამზადება?
  • რა ღირს საიტის გაკეთება?
  • ვებ გვერდის დამზადების პროცესი & წინაღობები

ვებსაიტის ტიპები

განვიხილოთ ვებსაიტების ძირითადი ტიპები:

საინფორმაციო საიტი – ეს არის ყველაზე მოთხოვნადი ტიპის საიტი, ძირითადად ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის.

შესაძლოა დამზადდეს, როგორც ერთგვერდიანი მარტივი ფორმით, ასევე რამდენიმე გვერდიანი კორპორატიული ფორმატით.

რეკომენდირებულია ასეთი ტიპის საიტის შექმნა მზა ძრავებით, როგორიცაა WordPress ან Wix.

ჩვენი ნამუშევრები:

www.babyboo.ge

www.travelhub.ge

www.freshair.ge

კატალოგის ტიპის ვებსაიტი – ეს არის საინფორმაციო ტიპის საიტს დამატებული ონლაინ კატალოგის კომპონენტი, სადაც შეიძლება — პროდუქციის ფილტრაცია, პროდუქციის შიდა გვერდები და სხვა. 

კატალოგის საიტის ნიმუში:

www.newpex.org

www.everywhere.ge

ონლაინ მაღაზია – ეს არის კატალოგის ტიპის საიტი, რომელსაც გააჩნია ონლაინ მაღაზიის ფუნქციონალი – პროდუქციის კალათაში დამატება და ონლაინ შეძენა, მათ შორის საბანკო ბარათით გადახდის სისტემა.

თემატური საიტები: სამშენებლო საიტი, ტურისტული საიტი, გადამზიდი კომპანიის საიტი და სხვა. ასეთ საიტებს ახასიათებთ კონკრეტული სფეროსთვის დამახასიათებელი ფუნქციონალი, მაგალითად ტურისტულ საიტებს – ტურების კატალოგი და დაჯავშნის სისტემა.

კომპლექსური ვებგვერდი – ფუნქციონალი განისაზღვრება კონკრეტული ბიზნეს საქმიანობის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე. აუცილებლად საჭიროებს ტექნიკურ დავალებას.

საიტების დამზადება ფასები

რა ღირს საიტის შექმნა? ფასი დამოკიდებულია:

  • საიტის ტიპზე
  • ფუნქციონალზე
  • ენების რაოდენობაზე
  • სხვა დეტალებზე

საინფორმაციო საიტის საშუალო ღირებულება: 600-2000+ ლარი 

კატალოგის ტიპის საიტის & ონლაინ მაღაზიის საშუალო ღირებულება: 1800-5000 ლარი 

რა არის საჭირო საიტის გასაკეთებლად?

საიტის დამზადებადომენი – საიტის მისამართი, მაგალითად: www.spark.ge,. დომენის ღირებულება განსხვავდება მისი დაბოლოების მიხედვით, ყველაზე გავრცელებული ქართული დომენი .ge დაბოლოეებით ღირს წელიწადში 30 ლარი.

ჰოსტინგი – ვებ სივრცე, სადაც ხდება საიტის განთავსება. არსებობს უამრავი ჰოსტინგი, ქართული, უცხოური. თუმცა ფასისა და ხარისხის გათვალისწინებთ, ერთ-ერთ საუკეთესო ქართული ჰოსტინგია – Proserv.ge

ლოგო & ფერთა გამა- საიტის დიზაინის შექმნა ხდება ლოგოს დიზაინისა და შესაბამისი ფერთა გამის გამოყენებით, ამიტომაც ლოგოს დამზადება უნდა მოხდეს საიტზე მუშაობის დაწყებამდე.

საიტის სტრუქტურა & კონტენტი – აუცილებელია განსაზღვროთ საიტის გვერდების სტრუქტურა, ასევე მოამზადოთ კონტენტი – ეს არის ტექსტური და ფოტო მასალა, რაც უნდა განთავსდეს საიტზე.

საიტის დამზადების პროცესი და წინაღობები

საიტის აწყობა საკმაოდ კომპლექსური პროცესია, წარმოგიდგენთ თითოეულ ეტაპს და რჩევებს მათთან დაკავშირებით:

1. შემსრულებლის ძიება – მოიძიეთ რამდენიმე პოტენციური შემსრულებელი, გაეცანით მათ ნამუშევრებს და პირობებს, შემდგომ შეხვდით და გაესაუბრეთ, ეს ყველაფერი საკმარისი იქნება, თქვენთვის საუკეთესო შემსრულებლის მოსაძიებლად.

ჩვენი რჩევა: ყველაზე იაფი არ ნიშნავს საუკეთესოს, არც ყველაზე ძვირი ნიშნავს საუკეთესოს. შეარჩიეთ შემსრულებელი რამდენიმე კრიტერიუმის ერთობლიობით და არა ერთი კონკრეტულით.

2.ხელშეკრულების გაფორმება – აუცილებელია წერილობითი ხელშეკრულების გაფორმება, სადაც ნათლად ეწერება სამუშაოს მოცულობა და გადახდის პირობები. 

ჩვენი რჩევა: ასეთი ხელშეკრულების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია სამუშაოს აღწერა, რომელიც უნდა იყოს სრულყოფილი, შემოწმებადი და ნათელი ორივე მხარისთვის. 

3.სამუშაოს ჩაბარება – საიტზე მუშაობა დასრულდა, კმაყოფილი ხართ შედეგით, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ რამდენიმე საკითხის მოგვარება: ყველა იუზერის და პაროლის ჩაბარება და შეცვლა, საიტის ლიცენზიების (ასეთის არსებობისას) შემოწმება და მათი განახლების საკითხის გარკვევა, სხვა ტექნიკური საკითხების გარკვევა, რაც საიტის ფუნქციონირებისთვის იქნება აუცილებელი.

4. ტექნიკური უზრუნველყოფა – საიტი ჩაგბარდათ, რა ხდება შემდგომ? ნებისმიერ საიტს სჭირდება ტექნიკური უზრუნველყოფა, სხვადასხვა დოზით. ამიტომაც, ვებ-გვერდის ჩაბარებისთანავე აუცილებელია განსაზღვროთ პირი ვინც პასუხისმგებელი იქნება საიტის ადმინისტრირებაზე.

ჩვენი რჩევა: ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხი გადაწყვიტეთ მანამდე, სანამ საიტის დამზადებაზე შეუთანხმდებით შემსრულებელს, რადგან ყველაზე იაფი ვარიანტი იქნება მანვე განახორციელოს ეს მომსახურება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მომავალში საკმაოდ ძვირი დაგიჯდეთ ამ საკითხის მოგვარება.