მცირე მეწარმე – რა უნდა ვიცოდეთ?

მცირე მეწარმე - უნდა ვიცოდეთ?

მცირე მეწარმე

მცირე მეწარმე არის ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის – “მცირე მეწარმის” სტატუსის ქვეშ, რის საფუძველზეც იგი სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით.

რა საგადასახადო შეღავათი გააჩნია მცირე მეწარმეს?

თუ მეწარმე ფიზიკური პირის იხდის საშემოსავლო გადასახადს 20%-იანი განაკვეთით, მცირე მეწარმის სტატუსის მიღების შემთხვევაში იგი გადაიხდის მხოლოდ 1%-ს.

ვის შეუძლია მიიღოს მცირე მეწარმის სტატუსი?

მცირე მეწარმის სტატუსის მიღება შეუძლია მხოლოდ ფიზიკურ პირს, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგი მოთხოვნებს:

-რეგისტრირებულია ინდ. მეწარმედ;

-ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული წლიური შემოსავალი არ აღემატება 500.000 ლარს

-მისი საქმიანობა არ 

ხვდება მთავრობის 415-ე დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობებს შორის, რომლის დროსაც აკრძალულია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება.

ვინ გასცემს მცირე მეწარმის სტატუსს?

მცირე მეწარმის სტატუსს გასცემს შემოსავლების სამსახური, განცხადების საფუძველზე.

რა გადასახადებს იხდის მცირე მეწარმე?

საშემოსავლო გადასახადი – მთლიანი თვიური ბრუნვის 1%

3% – თუ კალენდარული წლის განმავლობაში ბრუნვამ გადააჭარბა 500,000 ლარს

დღგ – 18%, თუ მცირე მეწარმე არის დღგ-ს გადამხდელი ან თუ მისმა შემოსავლებმა ნებისმიერი 12 თვის განმავლობაში გადააჭარბა 100,000 ლარს

რა იბეგრება?

მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა და იმ შემოსავლისა, რომელიც ზოგადი წესით იბეგრება.

მცირე მეწარმემცირე ბიზნესის ბუღალტერია

მცირე ბიზნესის ბუღალტერია შედარებით მარტივია. თუ იგი არ არის დღგ-ს გადამხდელი, ხორციელდება მხოლოდ მარტივი ყოველთვიური მცირე ბიზნესის დეკლარაციის შევსება, ასევე მცირე ბიზნესის ჟურნალის წარმოება, რომლის ფორმა დადგენილია კანონმდებლობით.