ინტერნეტ რეკლამა 2024 წელს

ინტერნეტ რეკლამა საშუალებას გაძლევთ აჩვენოთ თქვენი რეკლამა ყველაზე უფრო მეტ პოტენციურ მომხმარებელს, მაქსიმალურად მცირე დროში და მინიმალური ფინანსური დანახარჯებით.

რატომაა ასეთი ეფექტური რეკლამა ინტერნეტში?

რეკლამა ინტერნეტში

მიზნობრიობა – ინტერნეტში არსებული სხვადასხვა პლატფორმები და მათ სარეკლამო ხელსაწყოები საშუალებას იძლევა თქვენი რეკლამა მიუვიდეს იმათ, ვინც მაქსიმალურად დაინტერესებულია მსგავსი სერვისით ან პროდუქციით.

მაგალითად: ფეისბუქის ალგორითმი აკვირდება მომხმარებლის ქცევას, მის ინტერესებს და ქმედებებს და ამაზე დაყდნობით აჩვენებს თქვენ რეკლამას იმათ, ვინც რეალურად დაინტერესებულია.

დრო და სივრცე – ინტერნეტ რეკლამა არ არის შეზღუდული კონკრეტული ადგილით, ამავდროულად რეკლამის გამოსაჩენად, ასეულობით ათასი ადამიანისთვის საათები ან რამდენიმე დღეც საკმარისია.

შედარებისთვის, როდესაც უკვეთავთ სატელევიზიო რეკლამას, მისი ნახვა შეუძლია მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ კონკრეტულ არხს უყურებენ, დროის კონკრეტულ მონაკვეთში, ან როდესაც ბანერს აკრავთ ქუჩაში, თქვენ რეკლამას ნახულობენ მხოლოდ ისინი, ვინც ფიზიკურად ჩაივლის ბანერთან და შეხედავს მას.

სარეკლამო ფინანსები – სამ თვიანი სატელევიზიო რეკლამის ან 6 თვიანი სარეკლამო ბილბორდის დაქირავების ფასად თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ საკმაოდ აქტიური ონლაინ რეკლამა 1 წლის განმავლობაში.

როგორ გავაკეთოთ ონლაინ რეკლამა?

როგორ გავაკეთოთ რეკლამა ინტერნეტში და რა საკითხები უნდა გავითვალისწინოთ?

  • კვლევა – ინტერნეტ ხელსაწყოები საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ეფექტური კვლევა, წინასწარ განვსაზღვროთ სხვადასხვა პლატფორმის პოტენციალი და რეკლამის ღირებულება.
  • მარკეტინგული გეგმა – მნიშვნელოვანია სწორად გვქონდეს განსაზღვრული რეკლამის მიზნები და მათი მიღწევის მექანიზმები.
  • აუდიტორია – სწორი აუდიტორიის განსაზღვრა და პოტენციური მომხმარებლის ქცევების კვლევა იძლევა შედეგების მაქსიმიზაციის შესაძლებლობას.
  • ბიუჯეტი – მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ზედმეტად ბევრი ან ნაკლები ფინანსები და თანხის არასწორად გამოყენება დროში საზიანო არსებითად გაართულებს ჩვენი მიზნების მიღწევის შესაძლებლობას.
  • შეფასება – ონლაინ რეკლამის ეფექტურობის შეფასება გაცილებით მარტივია, რადგან თქვენი ნებისმიერი აქტივობა შეიძლება შემოწმდეს და შეფასდეს ციფრებში, სხვადასხვა ანალიტიკური ხელსაწყოს გამოყენებით, როგორიცაა Google analytics, Google ads console და სხვა.

ინტერნეტ რეკლამის ფასები

ყველაზე საინტერესო ბოლოსთვის შემოვინახეთ – რა ღირს რეკლამა ინტერნეტში? ფასები განსხვავდება სარეკლამო პლატფორმის, რეკლამის ინტენსიურობისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით.

თუმცა, სატელევიზიო და სხვა ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ნებისმიერი ბიუჯეტით დაიწყოთ რეკლამა, თუნდაც 500 ლარით.

რეკლამა ინტერნეტში - ყველაზე ეფექტური პლატფორმები

რომელია ყველაზე ეფექტური ინტერნეტ რეკლამირების საშუალება საქართველოში? მოდით განვიხილოთ:

1. სოციალური მედიის მართვა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და შედეგიანი ონლაინ სარეკლამო სფეროა, განსაკუთრებით ეფექტურია რეკლამირება ფეისბუქსა და ინსტაგრამში, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით ქართველი მომხმარებელია რეგისტრირებული.

2. საძიებო სისტემები – როდესაც რაიმე პროდუქტი ან მომსახურება გვჭირდება, ყველაზე ხშირად სად ვცდილობთ მის მოძებნაში ინტერნეტში? რა თქმა უნდა გუგლში. ამიტომაც რეკლამირება გუგლში გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება.

გავითვალისწინოთ, რომ ამ ეტაპზე სამწუხაროდ ქართული ენის მხარდაჭერა არ აქვს Google-ს, ამიტომაც ქართულ ენაზე რეკლამის გაშვება ხშირ შემთხვევაში არის პრობლემული.

3.ვიდეო პლატფორმები – Youtube და Tiktok ვიდეო სარეკლამო სივრცეის ლიდერები საქართველოში, რაც არ არის გასაკვირი, რადგან სწორედ ამ ორ პლატფორმას იყენებს ქართული აუდიტორიის 85%, ვიდეოების სანახავად.

თავის მხრივ ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ბიზნესისთვის, განახორციელოს ეფექტური სარეკლამო კამპანია ამ პლატფორმებზე.

ინტერნეტ რეკლამის ანატომია

რა ელემენტებისგან შესდგება ონლაინ რეკლამა? მოდით განვიხილოთ უფრო დეტალურად.

სარეკლამო ვიზუალი

  • ფოტო გადაღება
  • ვიდეო გადაღება
  • გრაფიკული დიზაინი
  • ანიმაცია

როგორ დავწეროთ სარეკლამო ტექსტი?