ბრენდბუქის შექმნა & დამზადება გაკეთება

ბრენდბუქის შექმნა - ფასი და ვადები

ბრენდბუქის შექმნარა არის ბრენდ ბუქი და რატომ არის ბრენდბუქის შექმნა მნიშვნელოვანი?

ბრენდბუქი არის დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული თქვენი ბრენდის იდენტობა: ლოგო, ფერთა პალიტრა, ფონტები, სხვადასხვა ვიზუალები და მარკეტინგული მასალები.

ბრენდბუქის დამზადება ეხმარება ნებისმიერი ზომის თუ ფორმის ორგანიზაციას განახორციელოს ეფექტური ბრენდინგი, მათ შორის დაზოგოს ფინანსები და დრო სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელებისას.

რატომ არის ბრენდბუქის დამზადება ასეთი მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის?

ვიზუალური სახელმძღვანელო -ბრენდბუქი არა მხოლოდ წერილობითი დოკუმენტია, არამედ ვიზუალიზირებულია, რაც საშუალებას იძლევა ვიზუალურად გქონდეთ ჩამოყალიბებული თქვენი ბრენდის არსი.

გაზიარების სიმარტივე – ახალი თანამშრომელი გყავთ მარკეტინგის ჯგუფში ან გსურთ გარკვეული სარეკლამო პროდუქტის შეკვეთა? თქვენი ბრენდბუქის შესახებ ინფორმაციის გადასაცემად მხოლოდ ბრენდბუქის გაგზავნა იქნება საკმარისი.

მარკეტინგული აქტივობა – ბრენდ ბუქში განსაზღვრულია ეფექტური მარკეტინგისთვის საჭირო ყველა კომპონენტი, როგორიცაა ლოგო, ფერთა პალიტრა, ლოგოს გამოყენების წესები, სარეკლამო მასალების ნიმუშები და სხვა.

ცვლილების სიმარტივე – ვინაიდან თქვენ ზუსტად გაქვთ ჩამოყალიბებული, თუ რას წარმოადგენს თქვენი ბრენდი, მისი ცალკეული ელემენტების, უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვანი ნაწილების ცვლილება გაცილებით მარტივია.

ბრენდბუქის ელემენტები

ლოგოს დიზაინი – ნებისმიერი ბრენდბუქის ამოსავალი წერტილია ლოგოს დიზაინის შექმნა

ფერთა პალიტრა & ლოგოს გამოყენების წესები – ბრენდბუქში დეტალურად უნდა იყოს განსაზღვრული ლოგოს ფერთა პალიტრა და მისი გამოყენების წესები.

ფონტი და წერის სტილი – როგორია თქვენი ბრენდის წერილობითი გამოხატულება, მისთვის დამახასიათებელი ფონტი და წერის სტილი.

ბრენდირებული დოკუმენტაცია – ბლანკი, ინვოისი, სხვა დოკუმენტი, რომელიც ხშირად გამოიყენება ორგანიზაციის მიერ.

ბრენდირებული ხელსაწყოები – კალამი, კეპი, მაისური და სხვა.

მარკეტინგული ხელსაწყოები – სარეკლამო ბანერი, სოციალური ქსელების მასალები და სხვა.

სხვა ელემენტები – ნებისმიერი სხვა ელემენტი, რომელიც საჭიროა ბრენდის ფუნქციონირებისთვის, მაგალითად: სავიზიტო ბარათი, სლოგანი, პერსონაჟი.

რა ღირს ბრენდ ბუქის შექმნა?

ბრენდბუქის ღირებულება დამოკიდებულია სამუშაოს მოცულობაზე, კერძოდ მის ელემენტებზე და მათი დამზადების სირთულეზე.

სტანდარტული ბრენდ ბუქი შედგება 6 ელემენტისგან და მისი ფასი იწყება 1250 ლარიდან.

გაინტერესებთ რა დაგიჯდებათ ბრენდ ბუქი ჩვენთან? 

დაგვიკავშირდით დღესვე – 577 681 691, მიიღეთ კონსულტაცია და განფასება, სრულიად უფასოდ.