საიტის შექმნა & საიტების დამზადება

საიტის შექმნა - სრული ინსტრუქცია

საიტის შექმნამიუხედავად იმისა, გაქვთ სამშენებლო ბიზნესი, ტანსაცმლის მაღაზია თუ IT სერვისი, საიტის შექმნა ერთნაირად მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის.

ამ სტატიაში ჩვენ გავცემთ პასუხს ყველა საინტერესო შეკითხვას:

  • საიტების სტრუქტურა
  • როგორი ტიპის საიტის დამზადება არის შესაძლებელი?
  • რა არის საჭირო ვებსაიტის შესაქმნელად?
  • რა მიზნით ხდება საიტების დამზადება?
  • რა ღირს საიტის გაკეთება?
  • ვებ გვერდის დამზადების პროცესი & წინაღობები

საიტის სტრუქტურა

ვებ საიტის შექმნა იწყება სტრუქტურის განსაზღვრით – რომელი გვერდებისგან უნდა შესდგებოდეს თქვენი ვებგვერდი?

განვიხილოთ ძირითადი გვერდები:

მთავარი გვერდი – ყველაზე ხშირად სწორედ ამ გვერდს ესტუმრება ვიზიტორი, ამიტომაც მნიშვნელოვანია იგი იყოს ლაკონური, საინტერესო და მიმზიდვები, ასევე აყალიბებდეს საერთო სურათს თქვენი ორგანიზაციის შესახებ.

ორგანიზაციის შესახებ გვერდი – გვერდი, სადაც მოკლედ და გასაგებად არის განსაზღვრული თქვენი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია, რომელ წელში დაფუძნდა, რა საქმიანობას ახორციელებს, როგორია მისი მიზნები და პრინციპები.

სერვისების ან პროდუქციის გვერდი – თუ თქვენი საქმიანობა მომსახურების მიწოდება, ამ გვერდზე განსაზღვრულია თქვენი სერვისების შესახებ ინფორმაცია, ხოლო თუ პროდუქციას ყიდით, მაშინ პროდუქციის კატალოგი ან გალერეა.

ნამუშევრების ან პროექტების გვერდი – ამ გვერდზე განსაზღვრულია თქვენი პროექტები ან ნამუშევრები.

სიახლეები & ბლოგი – ბევრ საიტს არ აქვს ეს სექცია, ან აქვს, მაგრამ ხშირად არ იდება სიახლეები ან ბლოგ პოსტები, რაც ზოგადად ხელს უწყობს საიტის პიარს საძიებო სისტემებში.

საკონტაქტო გვერდი – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გვერდი, რომელზეც მომხმარებელი გადმოდის იმ მიზნით, რათა დაგიკავშირდეთ.

გჭირდებათ საიტების დამზადება ?

დაგვიკავშირდით და მიიღეთ დეტალური კონსულტაცია – 555 38 18 89

ვებსაიტის ტიპები

განვიხილოთ ვებსაიტების ძირითადი ტიპები:

საინფორმაციო საიტი – ეს არის ყველაზე მოთხოვნადი ტიპის საიტი, ძირითადად ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის.

შესაძლოა დამზადდეს, როგორც ერთგვერდიანი მარტივი ფორმით, ასევე რამდენიმე გვერდიანი კორპორატიული ფორმატით.

რეკომენდირებულია ასეთი ტიპის საიტის შექმნა მზა ძრავებით, როგორიცაა WordPress ან Wix.

ჩვენი ნამუშევრები:

www.tcgeorgia.com.ge

www.acton.ge

www.babyboo.ge

www.travelhub.ge

www.freshair.ge

კატალოგის ტიპის ვებსაიტი – ეს არის საინფორმაციო ტიპის საიტს დამატებული ონლაინ კატალოგის კომპონენტი, სადაც შესაძლებელია პროდუქციის ფილტრაცია, განთავსებულია პროდუქციის შიდა გვერდები და მათ შესახებ ინფორმაცია. 

კატალოგის საიტის ნიმუში:

www.newpex.org

www.newmotorsi.ge

www.ecorent.ge

ონლაინ მაღაზია – ეს არის კატალოგის ტიპის საიტი, რომელსაც გააჩნია ონლაინ მაღაზიის ფუნქციონალი – პროდუქციის კალათაში დამატება და ონლაინ შეძენა, მათ შორის საბანკო ბარათით გადახდის სისტემა.

ასევე შესაძლებელია დამატებითი ფუნქციების დამატება, როგორიცაა განვადება, ბუღალტრული სისტემების ინტეგრაცია და სხვა.

თემატური საიტები: სამშენებლო საიტი, ტურისტული საიტი, გადამზიდი კომპანიის საიტი და სხვა. 

ასეთ საიტებს ახასიათებთ კონკრეტული სფეროსთვის დამახასიათებელი ფუნქციონალი, მაგალითად ტურისტულ საიტებს – ტურების კატალოგი და დაჯავშნის სისტემა.

კომპლექსური ვებგვერდი – ფუნქციონალი განისაზღვრება კონკრეტული ბიზნეს საქმიანობის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე. აუცილებლად საჭიროებს ტექნიკური დავალების შედგენას.

გაიგე მეტი ონლაინ მაღაზიის დამზადების შესახებ.

საიტების დამზადება ფასები

რა ღირს საიტის შექმნა? საიტების ფასი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე:

  • საიტის ტიპი – რომელი ტიპის საიტის შექმნა გსურთ? საინფორმაციო, კატალოგი, ონლაინ მაღაზია თუ სხვა?
  • ვებ-გვერდის ფუნქციონალი – რა ფუნქციების მქონე საიტი გჭირდებათ? მხოლოდ ინფორმაციული, პროდუქციის ან სერვისების წარმოსაჩენად, პროდუქციის გასაყიდად?
  • ენების რაოდენობაზე – რამდენ და რომელ ენებზე გსურთ საიტის დამზადება? 
  • საიტის დიზაინი – რამდენად კომპლექსური დიზაინი გსურთ ? ვებგვერდის დიზაინის სირთულე გავლენას ახდენს საიტის ღირებულებაზე.
  • სხვა დეტალები

საინფორმაციო საიტის საშუალო ღირებულება: 600-2000+ ლარი 

კატალოგის ტიპის საიტის & ონლაინ მაღაზიის საშუალო ღირებულება: 1800-5000 ლარი 

რა არის საჭირო საიტის გასაკეთებლად?

საიტის დამზადებადომენი – საიტის მისამართი, მაგალითად: www.spark.ge,. დომენის ღირებულება განსხვავდება მისი დაბოლოების მიხედვით, ყველაზე გავრცელებული ქართული დომენი .ge დაბოლოეებით ღირს წელიწადში 30 ლარი.

ჰოსტინგი – ვებ სივრცე, სადაც ხდება საიტის განთავსება. არსებობს უამრავი ჰოსტინგი, ქართული, უცხოური. თუმცა ფასისა და ხარისხის გათვალისწინებთ, ერთ-ერთ საუკეთესო ქართული ჰოსტინგია – Proserv.ge

ლოგო & ფერთა გამა- საიტის დიზაინის შექმნა ხდება ლოგოს დიზაინისა და შესაბამისი ფერთა გამის გამოყენებით, ამიტომაც ლოგოს დამზადება უნდა მოხდეს საიტზე მუშაობის დაწყებამდე.

საიტის სტრუქტურა & კონტენტი – აუცილებელია განსაზღვროთ საიტის გვერდების სტრუქტურა, ასევე მოამზადოთ კონტენტი – ეს არის ტექსტური და ფოტო მასალა, რაც უნდა განთავსდეს საიტზე.

საიტის დამზადების პროცესი და წინაღობები

საიტის აწყობა საკმაოდ კომპლექსური პროცესია, წარმოგიდგენთ თითოეულ ეტაპს და რჩევებს მათთან დაკავშირებით:

1. შემსრულებლის ძიება – მოიძიეთ რამდენიმე პოტენციური შემსრულებელი, გაეცანით მათ ნამუშევრებს და პირობებს, შემდგომ შეხვდით და გაესაუბრეთ, ეს ყველაფერი საკმარისი იქნება, თქვენთვის საუკეთესო შემსრულებლის მოსაძიებლად.

ჩვენი რჩევა: ყველაზე იაფი არ ნიშნავს საუკეთესოს, არც ყველაზე ძვირი ნიშნავს საუკეთესოს. შეარჩიეთ შემსრულებელი რამდენიმე კრიტერიუმის ერთობლიობით და არა ერთი კონკრეტულით.

2.ხელშეკრულების გაფორმება – აუცილებელია წერილობითი ხელშეკრულების გაფორმება, სადაც ნათლად ეწერება სამუშაოს მოცულობა და გადახდის პირობები. 

ჩვენი რჩევა: ასეთი ხელშეკრულების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია სამუშაოს აღწერა, რომელიც უნდა იყოს სრულყოფილი, შემოწმებადი და ნათელი ორივე მხარისთვის. 

3.სამუშაოს ჩაბარება – საიტზე მუშაობა დასრულდა, კმაყოფილი ხართ შედეგით, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ რამდენიმე საკითხის მოგვარება: ყველა იუზერის და პაროლის ჩაბარება და შეცვლა, საიტის ლიცენზიების (ასეთის არსებობისას) შემოწმება და მათი განახლების საკითხის გარკვევა, სხვა ტექნიკური საკითხების გარკვევა, რაც საიტის ფუნქციონირებისთვის იქნება აუცილებელი.

4. ტექნიკური უზრუნველყოფა – საიტი ჩაგბარდათ, რა ხდება შემდგომ? ნებისმიერ საიტს სჭირდება ტექნიკური უზრუნველყოფა, სხვადასხვა დოზით. ამიტომაც, ვებ-გვერდის ჩაბარებისთანავე აუცილებელია განსაზღვროთ პირი ვინც პასუხისმგებელი იქნება საიტის ადმინისტრირებაზე.

ჩვენი რჩევა: ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხი გადაწყვიტეთ მანამდე, სანამ საიტის დამზადებაზე შეუთანხმდებით შემსრულებელს, რადგან ყველაზე იაფი ვარიანტი იქნება მანვე განახორციელოს ეს მომსახურება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მომავალში საკმაოდ ძვირი დაგიჯდეთ ამ საკითხის მოგვარება.

გჭირდებათ საიტის შექმნა?

დაგვიკავშირდით და მიიღეთ დეტალური კონსულტაცია – 555 38 18 89