სეო ოპტიმიზაცია & SEO მომსახურება

სეო ოპტიმიზაცია - რა არის SEO ?

SEO ოპტიმიზაციასეო ოპტიმიზაცია არის პროცესი, რომლის მიზანია თქვენი ვებ-გვერდის ცნობადობის ზრდა საძიებო სისტემებში, როგორიცაა: Google, Bing, Yandex და სხვა.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 ფაქტორს, რომლის განხორციელება მოგცემთ არსებით შედეგებს თქვენი ვებ-საიტის SEO ოპტიმიზაციის მიმართულებით:

  1. ხარისხიანი კონტენტი
  2. საიტის ტექნიკური მდგომარეობა
  3. ვებ-გვერდის სტრუქტურა
  4. საიტის სიჩქარე
  5. ხარისხიანი ბმულები – ე.წ. Backlink-ები

ხარისხიანი კონტენტი

ყველაფერი იწყება კონტენტით. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ასობით ფაქტორი განაპირობებს შედეგების მიღებას, ხარისხიანი კონტენტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი SEO-ს ფაქტორი.

თუ თქვენ საიტზე არ გაქვთ გამოყენებული ხარისხიანი კონტენტი, გაგიჭირდებათ მოწინავე პოზიციების დაკავება, განსაკუთრებით ყველაზე კონკურენტულ საძიებო სიტყვებზე.

რას ნიშნავს ხარისხიანი კონტენტი? 

ეს არის უნიკალური, საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებული, ამომწურავი ინფორმაცია შექმნილი თქვენი მომხმარებლისთვის და არა სპეციალურად საძიებო სისტემისთვის.

გაიგე მეტი: კონტენტის შექმნა

საიტის ტექნიკური მდგომარეობა

ტექნიკურად გაუმართავი საიტი არ უყვარს არავის, არც მომხმარებელს და არც საძიებო სისტემებს.

რას ნიშნავს ტექნიკურად გაუმართავი?

ამაში პირველ რიგში იგულისხმება ტექნიკური ხარვეზები. ასევე საიტის გამოყენების სირთულე, ხშირი შეფერხებები და პრობლემები, რაც ვიზიტორს ხელს უშლის ინფორმაციის გაცნობაში.

ვებ-გვერდის სტრუქტურა

უცნაური სტრუქტურის და დიზაინის მქონე საიტები ასევე არ სარგებლობენ დიდი პოპულარობით, როგორც მომხმარებლების თვალში, ასევე საძიებო სისტემებისთვის.

საიტზე ნავიგაციის სიმარტივე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ვებ-გვერდის დიზაინი არსებით ზეგავლენას ახდენენ მის ფუნქციონირებაზე, მათ შორის საძიებო სისტემებში გამოჩენის თვალსაზრისით.

საიტის სიჩქარე

მომხმარებელს არ უყვარს ლოდინი, განსაკუთრებით ახლად შესულ საიტზე, რომელსაც ჯერ არ იცნობს და როდესაც ნელ, ხარვეზიან საიტს აწყდება, ჯერ გამოდის და შემდგომ იმახსოვრებს, რომ მეორეჯერ არ დაკარგოს მისთვის ფასეული დრო.

საიტის სიჩქარე პირდაპირ გავლენას ახდენს მის ხილვადობაზე საძიებო სისტემების მოწინავე პოზიციებზეც.

ამიტომაც, მნიშვნელოვანია თქვენი საიტი იყოს მაქსიმალურად სწრაფი.

ხარისხიანი ბმულები (ე.წ. Backlink_ები)

ბმული (ე.წ. Backlink) ეს არის სხვა საიტებიდან, თქვენ საიტზე შემოსული ვებ ლინკი.

რაც უფრო ბევრი ხარისხიანი ბმულია თქვენი საიტის მიმართულებით, მით უფრო მაღალია თქვენი ვებგვერდის რეიტინგი.

რაც უფრო მაღალია თქვენი საიტის რეიტინგი, მით უფრო მაღალ პოზიციებს იკავებს საძიებო სისტემებში, ძიებისას.

სეო მომსახურება - ეტაპები

რა ეტაპებს მოიცავს სეო ოპტიმიზაცია?

SEO აუდიტი

სეო სტრატეგია

On page SEO ოპტიმიზაცია

Off page სეო ოპტიმიზაცია

მონაცემების ანალიზი და კორექტირება