სოციალური მედიის მართვა - სრული ინსტრუქცია
რამდენად ეფექტურად ხორციელდება თქვენი ბიზნესის სოციალური მედიის მართვა ?
ამ გვერდზე განვიხილავთ იმ ძირითად საკითხებს, რაც უნდა გაითვალისწინოთ სოც. ქსელების მართვა & ადმინისტრირების დროს.
ასევე განვიხილავთ ძირითად შეცდომებს, რომელთა თავიდან აცილება დაგეხმარებათ დაზოგოთ თქვენი ორგანიზაციის ფინანსები და დრო.
დამატებითი შეკითხვებისთვის ან კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით – 577 681 691
რატომ სოც მედიის მართვა?
წარმატებულად განხორციელებული სოციალური მედიის მართვა, ეს არის:
ცნობადობის ზრდა
ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია მისი ცნობადობის მაჩვენებელზე.
რაც უფრო მეტმა პოტენციურმა მომხმარებელმა იცის თქვენს შესახებ, მით უფრო მეტი გაყიდვების პოტენციალი აქვს თქვენს ბიზნესს.
სოციალური მედიის მართვა დაგეხმარებათ გახდეთ ცნობადი, მინიმალური ფინანსური დანახარჯებით.
სწრაფი შედეგი
სოციალური ქსელების მართვა იძლევა სწრაფ შედეგებს.
სწორი მარკეტინგული სტრატეგიის დახმარებით, თქვენ საშუალება გაქვთ 1 თვის განმავლობაში მიიღოთ გაცილებით დიდი შედეგი, ვიდრე ალტერნატიული მარკეტინგული არხებით არის შესაძლებელი.
მოქნილი მარკეტინგული სტრატეგია
თქვენი მარკეტინგული აქტივობა არის მოქნილი, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ სარეკლამო კონტენტი, პლატფორმა, ბიუჯეტი, დააპაუზოთ რეკლამირება ან განაახლოთ სარეკლამო აქტივობა.
ხელმისაწვდომია ნებისმიერი ბიუჯეტით
წლების წინ რეკლამა ასოცირებული იყო დიდ ფინანსურ დანახარჯებთან და მხოლოდ მსხვილი ორგანიზაციები ახერხებდნენ ეფექტური სარეკლამო აქტივობის განხორციელებას.
რეკლამა სოციალურ მედიაში შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბიუჯეტით.
მცირე ბიუჯეტის შემთხვევაშიც არის შესაძლებელი გარკვეული შედეგების მიღება.
გაყიდვების ზრდა
ნებისმიერი მარკეტინგული აქტივობის მიზანია გაყიდვების ზრდა.
ამ მიზნის განხორციელებაში კი ეფექტურად განხორციელებული სოც. მედიის მართვა დაგეხმარებათ.
წარმოგიდგენთ 2023 წლის მონაცემებით ყველაზე შედეგიან სოც პლატფორმებს მსოფლიოში ROI-ის მიხედვით (უკუგება ინვესტიციაზე)
როგორ ხორციელდება სოციალური მედიის მართვა ?
სოციალური ქსელების მართვა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:
საქმიანობის კვლევა – სოც მედიის მართვა იწყება პროდუქციის & მომსახურების გამოკვლევით, მათ შორის საჭიროა მთავარი სარეკლამო მესიჯების ჩამოწერა, პოტენციური მომხმარებლის განსაზღვრა, მათი ქცევისა და დემოგრაფიის ანალიზი.
მარკეტინგული სტრატეგია – განხორციელებულ კვლევას ეფუძნება მარკეტინგული გეგმა, რომელშიც განისაზღვრება ძირითადი მიზნები და მათი მიღწევის გზები.
კონტენტის შედგენა – სარეკლამო კონტენტის ფორმატი და შინაარსი განსხვავდება სოც მედია პლატფორმის მიხედვით. მაგალითად: ინსტაგრამზე აქცენტი კეთდება ვიზუალზე, მცირე ზომის ვიდეო რილსებსა და სთორებზე.
რეკლამა სოციალურ ქსელებში – ამ ეტაპზე ხორციელდება რეკლამის გაშვება და მონიტორინგი.
ანალიზი & კორექტირება – მნიშვნელოვანია შედეგის შეჯამება, შეფასება და კონკრეტული დასკვნების გამოტანა, რათა შემდგომი აქტივობა იყოს უფრო ეფექტური.
რამდენად ეფექტურად ხორციელდება თქვენი ბიზნესის სოციალური მედიის მართვა?
რა ღირს სოციალური გვერდების მართვა?
რა ფინანსებთან არის დაკავშირებული სოციალური ქსელების მართვა?
სოციალური მედიის მენეჯმენტის ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზეა, როგორიცაა:
1.საქმიანობის სფერო – პროდუქციისა ან მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე არსებითად განსხვავდება მომსახურების კომპლექსურობა და სირთულე.
2.აქტივობის სიხშირე – რეკლამის სიხშირე და მოცულობა.
3.კონტენტის მოცულობა – სარეკლამო პოსტების რაოდენობა და დიზაინერული მოთხოვნები.
4.რეპორტინგის საკითხი – რამდენად მოცულობითი და დეტალური რეპორტის გაკეთება იქნება საჭირო.
ყველა ამ კომპონენტის გათვალისწინებით, ჩვენი მომსახურების ღირებულება მერყეობს 450 ლარიდან 2000 ლარამდე.
გსურთ სოციალური მედიის მართვა ანდოთ პროფესიონალებს? დაგვიკავშირდით 577 681 691
ვინ ახორციელებს სოც ქსელების მართვას?
სოც. მედიის მართვა ხორციელდება შემდეგი პირების მიერ:
სოც. ქსელების მენეჯერი – უშუალოდ პასუხისმგებელია სოციალური მედია გვერდების მართვა & ადმინისტრირებაზე.
გრაფიკული დიზაინერი – ქმნის გრადიკულ ნამუშევრებს, მათ შორის ფოტო & ვიდეო კონტენტს.
მწერალი – პასუხისმგებელია გვერდის ტექსტურ ნაწილზე.
რეკლამის მენეჯერი – ახორციელებს სარეკლამო აქტივობას.
ოპერატორი – ახორციელებს უშუალო კომუნიკაციას დაინტერესებულ მომხმარებელთან. ხშირად ოპერატორის როლის დაკნინება ხდება, რაც ერთ-ერთი ძირითადი შეცდომაა, რაც გავლენას ახდენს შედეგებზე.
სოციალური მედიის მართვა შესაძლოა განახორციელოს ერთმა ადამიანმაც, რომელიც შეითავსებს ყველა ამ როლს, თუმცა მარტივად მისახვედრია რამდენად შედეგიანი იქნება ასეთი მიდგომა.
სოციალური მედია საქართველოში
მოდით განვიხილოთ რომელი სოც. ქსელები არის პოპულარული საქართველოში?
Facebook (meta)
ყველაზე პოპულარული და უნივერსალური პლატფორმა, სადაც იპოვით ყველა ასაკის, ინტერესებისა და საჭიროების მქონე მომხმარებლებს.
ფეისბუქ რეკლამა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სარეკლამო ხელსაწყო ციფრულ მარკეტინგში.
Instagram (meta)
პლათფორმას იყენებენ ახალგაზრდები და არა მხოლოდ, აქცენტი კეთდება ვიზუალურ მხარეზე. ინსტაგრამს ასევე აქტიურად იყენებენ ინფულენსერები.
გაიგე მეტი – რამდენად ეფექტურია რეკლამა ინსტაგრამზე?
Tik-Tok
პლატფორმა, რომელიც ეფუძნება ვიდეო კონტენტს, საკმაოდ პოპულარულია საქართველოში, თუმცა ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი რეკლამის განხორციელება.
მიუხედავად ამისა, ეფექტური კონტენტის გამოყენება საშუალებას გაძლევთ მიიღოთ გარკვეული შედეგები ტიკტოკზე
პლატფორმა, სადაც პროფესიული ნიშნით ხდება ტარგეტირება, თუმცა რეკლამის ეფექტურობა საკმაოდ დაბალია ამ პლატფორმაზე საქართველოში.
Telegram
შედარებით ახალი პლატფორმა, რომელიც იკიდებს ფეხს საქართველოში. ტელეგრამი ეფუძნება სხვადასხვა ჯგუფებს, რომლებსაც გააჩნია საერთო ინტერესები. ამ ეტაპზე რეკლამის განხორციელება არის შეზღუდული საქართველოში.
რომელ პლატფორმებზე ხორციელდება თქვენი კომპანიის სოციალური მედიის მართვა და რამდენად შედეგიანად?
სოციალური მედია სტრატეგია 2024 წელს
როგორ ვმართოთ სოციალური ქსელები 2024 წელს? წარმოგიდგენთ ძირითად ტენტენციებს:
ვიდეო რეკლამა
კვლავ იზრდება ვიდეო რეკლამის როლი ყველა სოციალურ მედია პლატფორმაზე.
ვიდეო რეკლამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც მეტას პლატფორმებზე (ფეისბუქსა და ინსტაგრამზე), ასევე სხვა პოპულარულ ქსელებში საქართველოში (Youtube, Tiktok, ტელეგრამი, ლინქედინი)
არასარეკლამო მასალები
დიდი კონკურენციის გათვალისწინებით, არ არის საკმარისი მხოლოდ სარეკლამო პოსტების განთავსება.
მნიშვნელოვანია თქვენს გვერდებზე განთავსდეს სხვა, სასარგებლო კონტენტი, რომელიც დამატებითი ინტერესის საფუძველი იქნება მომხმარებლის მხირდან.
მაგალითად: თუ აწარმოებთ მეტალის პროდუქციას, შესაძლოა პოსტის სახით განათავსოთ ინფორმაცია საწარმოს შესახებ, სადაც ხორციელდება სამუშაოები, ასევე ვიზუალურად წარმოაჩინოთ სხვადასხვა ნაკეთობები ან/და კმაყოფილი მომხმარებლები.
ახლოს რეალობასთან
რაც უფრო ვითარდება ციფრული ტექნოლოგიები მით უფრო მეტად უჩნდება ადამიანებს განცდა, რომ რაღაცას კარგავს, ამიტომაც რეალური ადამიანები და ემოციები განსაკუთრებულ გრძნობებს ბადებს პოტენციურ მომხმარებელში.
დაანახეთ მათ, რომ რეალური ადამიანები არიან თქვენი საქმიანობის უკან, რეალური ემოციებით და განცდებით.
პერსონალური კომუნიკაცია
კომუნიკაცია გადამწყვეტია დაინტერესებული მომხმარებლის კლიენტად ქცევის პროცესში.
მარკეტინგი არის საშუალება, რითიც ხდება მომხმარებლის დაინტერესება თქვენი პროდუქტით ან მომსახურებით, ხოლო კომუნიკაცია არის პროცესი, რომელიც აქცევს დაინტერესებულ მომხმარებელს რეალურ კლიენდებად.
ამ ასპექტში პრობლემის არსებობა ხელს უშლის გაყიდვების ზრდას და თქვენი ბიზნესის განვითარებას.
როგორია თქვენი სოციალური მედია სტრატეგია ?
სოც. მედიის მართვა - ტოპ 5 ოქროს წესი
იყავი გამორჩეული
ყველა ბიზნესი ცდილობს ეფექტურად განახორციელოს სოციალური გვერდების მართვა.
კონკურენცია დიდია, ამიტომაც წარმატებისთვის მნიშვნელოვანია იყოთ გარმოჩეული.
განათავსოთ მომხმარებლისთვის საინტერესო ინფორმაცია, სწორ ფორმატში, მიაწვდინოთ ხმა იმათ, ვისაც ყველაზე მეტად აინტერესბს.
ზედმეტი კრეატიულობა არ ფასდება
კრეატივი – აუცილებელი კომპონენტი წარმატების მისაღწევად, თუმცა არა უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი.
გადამეტებული კრეატივი მხოლოდ კილიკისა და კრიტიკის საგანი შეიძლება იყოს.
იყავი გულწრფელი
გულწრფელობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია სოციალური მედია მარკეტინგში.
განსაკუთრებით დღეს- ციფრული ეპოქაში, ადამიანები ეძებენ უფრო მეტს ადამიანურს, რეალურს და გულწრფელს.
თუმცა, სიყალბესაც მარტივად ხვდებიან, ამიტომაც ყალბი გულწრფელობა დამანგრეველი იქნება თქვენი მარკეტინგული აქტივობისთვის.
არ მოიტყუო
ნუ მუატყუებ
არაფერი იმაზე მეტად არ აღიზიანებს მომხმარებელს როგორც ტყუილი.
იყავი მართალი მომხმარებელთან და ეს სიმართლე აუცილებლად დაგიფასდება.
შექმენი სანდო გარემო
დაანახე მომხმარებელს სამუშაო პროცესი, პროდუქციის შექმნასთან დაკავშირებული სირთულეები, რეალური შედეგები და სხვა.
ამით თქვენს შორის შეიქმნება ნდობა, რაც გაყიდვების ზრდის წინაპირობაა.
გსურთ ეფექტურად განახორციელოთ სოციალური მედიის მართვა?
დაგვიკავშირდით და მიიღეთ უფასო კონსულტაცია – 577 681 691