საიტების ტექნიკური მომსახურება & მართვა

საიტის ტექნიკური მომსახურება

ნებისმიერ ვებ-გვერდს ჭირდება ტექნიკური მომსახურება, რათა თავიდან აიცილოთ შეფერხებები და მაქსიმალურად დიდი ხნით შეძლოთ მისით სარგებლობა.

ამიტომაც სანამ მოხდება ვებსაიტის დამზადება, მნიშვნელოვანია შემდგომი ტექნიკური მომსახურების საკითხების გარკვევა.

რა რისკებისგან გვიცავს ტექნიკური მომსახურება?

  • ტექნიკური მომსახურებასაიტის მუშაობის ზოგადი შეფერხება
  • საიტის ცალკეული გვერდის ან ფუნქციის გაუმართაობა
  • საიტის გათიშვა
  • საიტის დავირუსება
  • პრობლემები სერვერთან

რას მოიცავს საიტების ტექნიკური მხარდაჭერა?

  • პერიოდული ბექაფების (საიტის ასლების) გაკეთება
  • სისტემის ან მისი ცალკეული კომპონენტის განახლებები
  • საიტის ცალკეული ფუნქციის შეფერხების გამოსწორება
  • გათიშული საიტის ჩართვა
  • დავირუსებული ვებ-გვერდის აღდგენა
  • სერვერთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება
  • სხვა შეფერხების გამოსწორება

როგორ შევარჩიოთ მომსახურე კომპანია?

წარმოგიდგენთ რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს, რის საფუძველზეც შეგიძლიათ შეარჩიოთ მომსახურე კომპანია:

ბიუჯეტი – შეადარეთ ფასებით

სამუშაო მოცულობა – ზუსტად განსაზღვრეთ რა მომსახურება გჭირდებათ და რამდენად მოიცავს შემოთავაზება თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებს

გამოცდილება – ფასზე და სამუშაოს მოცულობაზე შეთანხმება შესაძლოა შეთანხმებად დარჩეს, თუ მომსახურე კომპანიას არ გააჩნია შესაბამისი გამოცდილება, რომელიც საჭიროა მომსახურების გასაწევად.

რა ღირს საიტის ტექნიკური მომსახურება?

მომსახურების ტიპები:

  • წლიური ტექნიკური უზრუნველყოფა – 450 ლარიდან
  • თვიური ტექნიკური მომსახურება – 350 ლარიდან

 

ზუსტი ღირებულება დამოკიდებულია საიტის ტიპზე, მდგომარეობაზე და მომსახურების საერთო მოცულობაზე