ფოტო გადაღება ბიზნესისთვის

ფოტო გადაღება ბიზნესისთვის

ნებისმიერი მარკეტინგული აქტივობის საფუძველია ხარისხიანი კონტენტი, ხოლო ყველაზე ეფექტური კონტენტის შესაქმნელად ხორციელდება პროფესიონალური ფოტო გადაღება.

ფოტო გადაღება მარკეტინგში:

ფოტო გადაღებარაში გვჭირდება ფოტო გადაღება მარკეტინგში?

1.სოციალური მედიის კონტენტი – რეკლამა ფეისბუქსა და ინსტაგრამში წარმოუდგენელია ხარისხიანი ფოტოების გარეშე. 

რაც უფრო ხარისხიანია თქვენი ფოტო მასალა, მით უფრო ეფექტური რეკლამის შექმნა არის შესაძლებელი.

2. ვებ-საიტის მასალები  – ეფექტური ფოტოები დიდ როლს თამაშობს საიტის დიზაინისა და კონტენტის ფორმირებაში. 

ფოტო გადაღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საუბარია კატალოგის ტიპის საიტებზე, სადაც განთავსებულია პროდუქცია ან ისეთი გვერდებისთვის, სადაც წარმოჩენილია კომპანიის ნამუშევრები, მაგალითად: სამშენებლო სფეროში. 

3. სხვა გამოყენება: პრეზენტაციის დიზაინი, ბუკლეტები და სხვა.

რა ღირს კომერციული ფოტოების გადაღება?

ფოტოგადაღების მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, როგორიცაა:

1.გადაღების ობიექტი – რისი გადაღება უნდა განხორციელდეს: პროდუქციის ფოტო გადაღება, ობიექტის გადაღება, ივენთის ან ადამიანების გადაღება და სხვა.

2.სამუშაოს მოცულობა – რა რაოდენობის ფოტოს გადაღება უნდა მოხდეს და რა პერიოდში, ასევე ერთ ლოკაციაზე უნდა განხორციელდეს გადაღება, თუ რამდენიმეზე.

3. ფოტოების დამუშავება – რა ფორმატში უნდა მოხდეს ფოტოების გადაცემა დამკვეთისთვის.