რეკლამა ინსტაგრამზე - რა გავითვალისწინოთ?
რეკლამა ინსტაგრამზე, მართალია ჩამოუვარდება ფეისბუქს მომხმარებლების რაოდენობით, თუმცა ზოგჯერ შესაძლოა გაცილებით უფრო ეფექტური იყოს თქვენი ბიზნესისთვის.
როდის არის ინსტაგრამ რეკლამა უფრო შედეგიანი?
ინსტაგრამის ქართველი მომხმარებლები არიან მეტწილად 30-45 წლამდე ადამიანები, რომელთა ინტერესი და ქცევა განსხვავდება უფროსი თაობისგან.
აქედან გამომდინარე, თუ თქვენი პროდუქტი ან მომსახურება ამ სეგმენტზე არის უპირატესად მორგებული, რეკლამა ინსტაგრამზე მოგიტანთ უფრო მეტ შედეგს ვიდრე Facebook-ში რეკლამირება.
გარდა ამისა, ინსტაგრამი არის საუკეთესო პლატფორმა ვიზუალური ინდუსტრიებისთვის, როგორიცაა: მოდა, სილამაზის სალონები და არქიტექტურა.
როგორია ინსტაგრამის ალგორითმი?
მომხმარებლის ჩართულობა – რამდენი “გული” და კომენტარი აქვს თითოეულ პოსტს.
რელევანტურობა – რამდენად აქტუალურია მომხმარებლისთვის თქვენი პოსტის შინაარსი.
მომხმარებლის დამოკიდებულია თქვენ გვერდთან – რაც უფრო ხშირად ნახულობს და მოსწონს მომხმარებელს თქვენი გვერდი, მით უფრო ხშირად უვარდება იგი მას.
დროის ფაქტორი – ახალი პოსტები უფრო მეტად ჩანს, ვიდრე ძველები.
რამდენად ძებნადია თქვენი გვერდი – რაც უფრო ხშირად ეძებენ თქვენ გვერდს მომხმარებლები, მით უფრო მოწინავე პოზიციებს იკავებს და ხშირად ჩანს ინსტაგრამის პლატფორმაზე.
პოსტის თვალიერების პერიოდი – რამდენ დროს უთმობენ მომხმარებლები თქვენი პოსტის თვალიერებას.
რა ღირს რეკლამა ინსტაგრამზე?
რა ღირს ინსტაგრამზე რეკლამირება? სარეკლამო ხარჯები ორი ნაწილისგან შედგება:
ჩვენი მომსახურების ღირებულება – იწყება 450 ლარიდან, დამოკიდებულია სამუშაოს მოცულობასა და რეკლამის ინტენსიურობაზე.
რეკლამის ბიუჯეტი – დამოკიდებულია პროდუქტის ან სერვისის მახასიათებლებზე, თქვენს მიზნებსა და აუდიტორიის ტიპზე. მინიმალური რეკომენდირებული ბიუჯეტია 150$ თვეში.
რეკლამის ტიპები
ინსტაგრამზე შესაძლებელია სხვადასხვა ფორმატის რეკლამის გაშვება:
- ფოტოვიზუალური რეკლამა
- სთორი
- ვიდეო რეკლამა
- კარუსელის ტიპის რეკლამა
- კოლექცია
- ვიდეო რილსი
მნიშვნელოვანია სწორი ტიპის რეკლამის შერჩევა, თქვენი ბიზნესის საქმიანობის სპეციფიკიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე.
ასევე დაგაინტერესებთ: რეკლამა ფეისბუქზე – რა გავითვალისწინოთ?