ფეისბუქ ბიზნეს გვერდის შექმნა
გსურთ ფეისბუქ ბიზნეს გვერდის შექმნა და არ იცით საიდან დაიწყოთ?
ფეისბუქ გვერდის გაკეთება შეუძლია ყველას, თუმცა მისი ეფექტურად წარმოჩენა, არც თუ ისეთი მარტივია.
წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას, რომლის მეშვეობით თქვენ შეძლებთ შექმნათ ეფექტური ბიზნეს გვერდი ფეისბუქზე.
რა არის ფეისბუქის ბიზნეს გვერდი?
რა არის ფეისბუქის ბიზნეს გვერდი და რატომ გვჭირდება მისი გაკეთება?
Facebook გვერდი არის თქვენი ბიზნესის საკომუნიკაციო ჰაბი ფეისბუქის მომხმარებლებთან, რომლებსაც აინტერესებთ თქვენი პროდუქტი ან სერვისი.
გვერდის შექმნა მარტივია და რაც მთავარია უფასო.
ბიზნეს გვერდის მეშვეობით თქვენ საშუალება გაქვთ:
- განათავსოთ ინფორმაცია თქვენი ბიზნესის შესახებ
- გააცნოთ მომხმარებლებს თქვენი პროდუქტი ან მომსახურება
- განახორციელოთ მიზნობრივი რეკლამა ფეისბუქზე – გაზარდოთ ცნობადობა & გაყიდვები
- განათავსოთ თქვენი ისტორია, ნამუშევრები, შედეგები და ნებისმიერი სხვა რამ.
- რაც მთავარია გახსოვდეთ, რომ Facebook არის ყველაზე პოპულარული პლატფორმა საქართველოში, სადაც რეგისტრირებული ქართველი ინტერნეტ მომხმარებლების 80%.
ასევე დაგაინტერესებთ: ფეისბუქ გვერდის მართვა – როგორ ვმართოთ გვერდი ფეისბუქზე?
რატომ არის მნიშვნელოვანი ფეისბუქ გვერდის გაკეთება?
- იქ არიან თქვენი კონკურენტები
- ყველაზე პოპულარულია პლატფორმაა საქართველოში
- მაღალი უკუგება ROI
- სწრაფი შედეგი
- მარტივია
გვერდის შექმნის პროცედურა
როგორ ხდება ფეისბუქ ბიზნეს გვერდის შექმნა – განვიხილოთ ეტაპობრივად:
1.გვერდის შექმნა
2.ტექნიკური მხარე
3.ვიზუალური მხარე
4. სარეკლამო კონტენტის შექმნა და დარეკლამება