ბრენდინგი 2024 წელს

რა არის ბრენდინგი და რატომ გვჭირდება?

ბრენდინგი ფასიბრენდინგი არის პროცესი, რომლის მიზანია თქვენი ბიზნესის წარმოჩენა განსხვავებულად და პოზიტიურად მომხმარებლის თვალში.

რატომ ბრენდინგი?

ზრდის გაყიდვებს – ბრენდინგი პირდაპირ აისახება გაყიდვების რაოდენობის ზრდაში, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მოგების ზრდას.

ზრდის მოგების მარჟას – ბრენდირებული პროდუქტი ან მომსახურება უფრო ძვირად იყიდება, ვიდრე იდენტური პროდუქტი არაბრენდირებული სახით.

ქმნის ნდობას – გაყიდვების ზრდის საფუძველია ნდობა მომხმარებელს და ბიზნესს შორის, რის შექმნასაც უზრუნველყოფს სწორად განხორციელებული ბრენდინგი.

ლოიალობა – მომხმარებელი იმახსოვრებს ბრენდს, მისგან გამომდინარე პოზიტიურ ემოციებს, რაც განაპირობებს განმეორებად გაყიდვებს.

დაცვა კონკურენტებისგან – რომლებსაც გააჩნია იგივე მომსახურება ან პროდუქცია, თუმცა არ ახორციელებენ ეფექტურ ბრენდინგს, შესაბამისად მათი პროდუქტი უფრო ნაკლები და იაფად იყიდება.

ზრდის ბიზნესს – მხოლოდ ბრენდირებულ ბიზნეს ახასიათებს ზრდა და განვითარება.

ხშირად ბიზნესები უშვებენ შეცდომას, საქმიანობენ ბრენდინგის გარეშე, რაც მათ ძალიან ძვირი უჯდებათ. 

მაგ: წლების წინ საკმაოდ პოპულარული იყო გლდანის შაურმა, რომელმაც დააგვიანა ბრენდინგი, რითიც ისარგებლეს კონკურენტმა კომპანიებმა, ხოლო ბიზნესმა ვერ შეძლო განვითარება.

ბრენდინგის ხელსაწყოები

რომელი ხელსაწყოებით ხორციელდება ბრენდინგი?

  • სახელწოდება – რაც საშუალებას აძლევს თქვენს ბრენდს იყოს წაკითხვადი.
  • ლოგო – ვიზუალურად წარმოაჩენს მას.
  • ფერთა პალიტრა – საშუალებას იძლევა წარმოაჩინოთ თქვენი ორგანიზაცია სხვადასხვა ფორმატში.
  • ფონტი – აყალიბებს თქვენი ბრენდის წერილობით სტილს.
  • ხმოვანი ელემენტები – აყალიბებს თქვენი ბრენდის ჟღერად სახეს.
  • სხვა ხელსაწყოები – ბრენდინგი შესაძლებელია განხორციელდეს სხვა ნებისმიერი ხელსაწყოთი, რომელიც საშუალებას იძლევა წარმოაჩინოს თქვენი ბრენდის იდენტობა.

ბრენდინგის ფასი

რა ღირს ბრენდინგი? ბრენდინგი არის პროცესი, რომელიც ნებისმიერი ოდენობის ბიუჯეტით შეიძლება განხორციელდეს, გააჩნია რა მიზნები და შესაძლებლობები აქვს ორგანიზაციას.

თქვენ შეგიძლიათ სულ რაღაც 1000 ლარად შექმნათ ბრენდი და დაიწყოთ მისი განვითარება.

როგორ დავიწყოთ ბრენდინგი?

ბრენდინგის საფუძველია სახელწოდება და ლოგო. ამიტომაც, პირველ რიგში აუცილებელია სწორი სახელწოდებისა და ლოგოს დიზაინის შექმნა, რითიც საფუძველი ჩაეყრება თქვენს ბრენდს.

ამის შემდგომ უნდა განისაზღვროს სამოქმედო გეგმა, რომელიც იქნება დროში გათვლილი, ადეკვატური და გაზომვადი.