საიტის ტექნიკური მომსახურება
ნებისმიერ ვებ-გვერდს ჭირდება ტექნიკური მომსახურება, რათა თავიდან აიცილოთ შეფერხებები და მაქსიმალურად დიდი ხნით შეძლოთ მისით სარგებლობა.
რა რისკებისგან გვიცავს ტექნიკური მომსახურება?
საიტის მუშაობის ზოგადი შეფერხება
- საიტის ცალკეული გვერდის ან ფუნქციის გაუმართაობა
- საიტის გათიშვა
- საიტის დავირუსება
- პრობლემები სერვერთან
რას მოიცავს საიტების ტექნიკური მხარდაჭერა?
პერიოდული ბექაფების (საიტის ასლების) გაკეთება
სისტემის ან მისი ცალკეული კომპონენტის განახლებები
საიტის ცალკეული ფუნქციის შეფერხების გამოსწორება
გათიშული საიტის ჩართვა
დავირუსებული ვებ-გვერდის აღდგენა
სერვერთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება
სხვა შეფერხების გამოსწორება
როგორ შევარჩიოთ მომსახურე კომპანია?
წარმოგიდგენთ რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს, რის საფუძველზეც შეგიძლიათ შეარჩიოთ მომსახურე კომპანია:
ბიუჯეტი – შეადარეთ ფასებით
სამუშაო მოცულობა – ზუსტად განსაზღვრეთ რა მომსახურება გჭირდებათ და რამდენად მოიცავს შემოთავაზება თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებს
გამოცდილება – ფასზე და სამუშაოს მოცულობაზე შეთანხმება შესაძლოა შეთანხმებად დარჩეს, თუ მომსახურე კომპანიას არ გააჩნია შესაბამისი გამოცდილება, რომელიც საჭიროა მომსახურების გასაწევად.
რა ღირს საიტის ტექნიკური მომსახურება?
მომსახურების ტიპები:
წლიური ტექნიკური უზრუნველყოფა – 450 ლარიდან
თვიური ტექნიკური მომსახურება – 350 ლარიდან
ზუსტი ღირებულება დამოკიდებულია საიტის ტიპზე, მდგომარეობაზე და მომსახურების საერთო მოცულობაზე