რეკლამა სოციალურ ქსელში
გსურთ თქვენი რეკლამა სოციალურ ქსელში იყოს ეფექტური?
გაითვალისწინეთ ეს ხუთი რჩევა და გაიუმჯობესეთ შედეგები:
1. გონივრული მიზნები
დასახეთ გონივრული მიზნები, რომელთა მიღწევაც შესაძლებელია, გონივრულ ვადებში და რაც მოუტანს თქვენს კომპანიას კონკრეტულ შედეგებს.
2.სწორი სტრატეგია
ნებისმიერი მიზნის მიღწევა მხოლოდ ეფექტური სტრატეგითაა შესაძლებელი, მნიშვნელოვანია სწორად შეაფასოთ თქვენი რესურსები, შეარჩიოთ შესაბამისი პლატფორმა და განსაზღვროთ საკმარისი სარეკლამო ბიუჯეტი.
3.ხარისხიანი სარეკლამო კონტენტი
რეკლამა სოციალურ მედიაში ეფუძნება ხარისხიან კონტენტს, რომლის გარეშეც შეუძლებელია შედეგიანი რეკლამის გაშვება.
4.სწორი ბიუჯეტირება
ზედმეტად დიდი ბიუჯეტი ვერ მოგიტანთ შედეგს, რადგან სწრაფად გათავდება და შემდგომი პერიოდისთვის აღარ დაგრჩებათ.
ასევე შედეგი არ დადგება მცირე ბიუჯეტის ქონის შემთხვევაში, რადგან ყოველთვის “რაღაც” დააკლდება რეკლამას.
5.ანალიტიკა მნიშვნელოვანია
რეკლამის გაშვებით არაფერი მთავრდება, მნიშვნელოვანია შეაფასოთ მიღებული შედეგები, შეადაროთ დაგეგმილს, იპოვოთ შედეგების გაუმჯობესების გზები და განახორციელოთ შესაბამისი ცვლილებები თქვენს სარეკლამო სტრატეგიაში.
სად დავარეკლამოთ?
სოციალური მედიის მართვა არ იქნება შედეგიანი, ეფექტური რეკლამის გარეშე.
ამავდროულად მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ სად ჯობია ჩვენი პროდუქტის & მომსახურების დარეკლამება?
საქართველოში ყველაზე ეფექტური მაინც ფეისბუქ რეკლმაა , თუმცა იმის მიხედვით, თუ რას ვარეკლამებთ, შესაძლოა განისაზღვროს უფრო ეფექტური პლატფორმები.
მაგალითად: თუ ტურისტული პროდუქტი გაქვთ და უცხოელებზე გსურთ დარეკლამება, შესაძლოა რეკლამა ინსტაგრამზე უფრო ეფექტური იყოს.
წარმოგიდგენთ ოთხ საკითხს, რომელთა გათვალისწინებაც დაგეხმარებათ სარეკლამო პლატფორმის შერჩევაში:
რას არეკლამებთ – პროდუქტი ან მომსახურება რასაც სთავაზობთ მომხმარებელს.
ბიუჯეტი – რამხელა ბიუჯეტი გაქვთ გათვალისწინებული. უმჯობესია გადანაწილდეს რამდენიმე პლატფორმაზე, თუ ერთ პლატფორმაზე მოხდეს კონცენტრაცია.
კონკურენტების კვლევა – სად არეკლამებენ კონკურენტები?
როგორ არეკლამებთ – რა ფორმატის სარეკლამო მასალები გაქვთ?
ყველა ამ საკითხის ანალიზი ერთიანობაში საშუალებას გვაძლევს გადავწყვიტოთ სად გავუშვათ ჩვენი რეკლამა სოციალურ ქსელებში.
რა ღირს რეკლამა სოციალურ მედიაში?
რა ღირს რეკლამა სოც ქსელებში?
ღირებულება მოიცავს, როგორც რეკლამის თანხას, რომელსაც უხდით პლატფორმას, რასაც ხორციელდება სარეკლამო აქტივობა.
ასევე მოიცავს სარეკლამო მასალების შექმნისა და რეკლამის განხორციელების ხარჯებს.
ამდენად, მთლიანი ღირებულება დამოკიდებულია თქვენს მიზნებზე, პროდუქციის სპეციფიკაციაზე და რეკლამის ინტენსიურობაზე.
საშუალოდ თვიურად 500-1500 ლარის ფარგლებში დაგჭირდებათ ეფექტური რეკლამისთვის სოც მედიაში.