ონლაინ მაღაზიის შექმნა & შოპის დამზადება

ონლაინ მაღაზიის შექმნა გსურთ?

ონლაინ მაღაზიის შექმნაონლაინ მაღაზიის შექმნა გსურთ და არ იცით რითი დაიწყოთ?

წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას, რომლის გაცნობის შემდგომ გაგიადვილდებათ ონლაინ მაღაზიის დამზადება.

რა არის ონლაინ მაღაზია ?

ეს არის ფიზიკური მაღაზიის ციფრული ვერსია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ვიზუალურად დაათვალიეროს, შეარჩიო და შეიძინოს პროდუქცია დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით.

მათ შორის მომხმარებელი უფლებამოსილია განახორციელოს ანგარიშსწორება საბანკო ბარათის მეშვეობით.

ინტერნეტ მაღაზიის ფუნქციონალი

რა ფუნქციებისგან შესდგება ინტერნეტ მაღაზია?

განვიხილოთ ძირითადი ფუნქციონალი:

პროდუქციის კატალოგი – სადაც განთავსებულია პროდუქცია, კატეგორიების მიხედვით.

პროდუქტის შიდა გვერდი – მოიცავს ინფორმაციას კონკრეტული პროდუქტის შესახებ, მათ შორის განთავსებულია ამ პროდუტის მახასიათებლები, ფასი და სხვა კომპონენტები.

ფილტრაციის ფუნქცია – მომხმარებელს ეხმარება მოიძიოს მისთვის სასურველი პროდუქტი თქვენს საიტზე, კატეგორიის, ფასის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით.

პროდუქციის კალათაში დამატება – მომხმარებელს საშუალება აქვს დაამატოს შერჩეული პროდუქცია ციფრულ კალათაში.

ონლაინ შეკვეთა – მომხმარებელს შეუძლია დისტანციურად განახორციელოს შეკვეთა.

საბანკო გადახდა – მათ შორის განახორციელოს ანგარიშსწორება საბანკო ბარათით.

ონლაინ მაღაზიის შექმნა – პროცესი

ონლაინ მაღაზიის გაკეთება რამდენიმე ეტაპისგან შესდგება:

  • დომენი & ჰოსტინგი შეძენა და მენეჯმენტი
  • საიტის ტექნიკური სამუშაოები
  • საიტის დიზაინი – 
  • პირველადი ვერსიის წარდგენა დამკვეთისთვის
  • საბოლოო ვერსია.

რა ღირს ინტერნეტ მაღაზიის დამზადება?

ინტერნეტ მაღაზიის დამზადების ღირებულება იწყება 2500 ლარიდან და დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:

  • პროდუქციის კატეგორიები
  • ფილტრაციის ელემენტები
  • ონლაინ მაღაზიის დამატებითი ფუნქციონალი