კონტენტ მარკეტინგი & კონტენტის შექმნა
რა არის კონტენტ მარკეტინგი და რატომ გვჭირდება ეფექტური კონტენტის შექმნა წარმატებული მარკეტინგისთვის?
ეს არის მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც გულისხმობს საინტერესო და რელევანტური კონტენტის შედგენა & გავრცელების გზით პოტენციური მომხმარებლების მოზიდვას.
რა არის კონტენტი?
კონტენტი სხვადასხვა ფორმატის შეიძლება იყოს: სტატია, ვიდეო, ინფოგრაფიკა და სხვა.
მაგალითად: თუ თქვენი პროდუქცია დაკავშირებულია გათბობის სისტემებთან, შესაძლებელია დაიწეროს სტატია ან დამზადდეს ვიდეო რგოლი, სადაც მიმოიხილება სხვადასხვა ტიპის გათბობის ქვაბები და მათი უპირატესობა.
როგორი უნდა იყოს კონტენტი?
საინტერესო – ინტერნეტში მილიონობით უსარგებლო კონტენტია, მათი რიცხვი იზრდება ყოველწუთიერად, ამიტომაც არავინ წაიკითხავს, მოუსმენს ან გაეცნობა უინტერესო კონტენტს.
რელევანტური – ინტერესი არ არის საკმარისი, კონტენტი დაკავშირებული უნდა იყოს თქვენს საქმიანობასთანაც.
გავრცელებადი – შესაძლებელი უნდა იყოს კონტენტის მარტივად გავრცელება სხვადასხვა პლატფორმებზე, რაზეც უფრო დეტალურად ქვემოთ ვისაუბრებთ.
კონტენტის ტიპები
ტექსტური კონტენტი
ფოტო კონტენტი
ვიდეო კონტენტი
როგორ გავავრცელოთ კონტენტი?
სოციალური მედია
ვებ-გვერდი
Email მარკეტინგი
რა არის კონტენტ მარკეტინგი და რატომ არის იგი მნიშვნელოვანი თქვენი მარკეტინგული აქტივობისთვის?