პროდუქტის რეკლამა - როგორ გავაკეთოთ ?
გვაქვს კარგი პროდუქტი, თუმცა გვიჭირს გაყიდვებში, როგორ მოვიქცეთ?
ეფექტური რეკლამა, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორ გავაკეთოთ სწორი და მიზნობრივი რეკლამა, თანაც თუ ფინანსებია შეზღუდული?
განვიხილოთ დეტალურად:
1.პლატფორმის შერჩევა
როგორ განვსაზღვროთ, რომელი პლატფორმა იქნება ყველაზე უფრო ეფექტური თქვენი რეკლამისთვის?
უნივერსალური პლატფორმები – ფეისბუქ რეკლამა თითქმის ყველა ტიპის პროდუქციის დასარეკლამებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუმცა გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი: ზოგიერთი პროდუქტის რეკლამირება აკრძალულია, ასევე არსებობს ისეთი პროდუქტები, რომელთა დარეკლამებაც ნაკლებად ეფექტურია.
სპეციფიკური პროდუქცია – მათ შორის სამედიცინო პრეპარატები, იარაღი, მოსაწევი და ალკოჰოლი შესაძლოა გაპიარდეს გუგლის საძიებო სისტემაში, SEO ოპტიმიზაციის გამოყენებით.
ამისთვის დაგჭირდებათ პირველ რიგში ვებ-საიტის დამზადება და შემდგომ მისი ოპტიმიზაცია.
ალტერნატივები – არსებობს სხვა საინტერესო ალტერნატივებიც, როგორიცაა Tiktok-ი და ტელეგრამი.
ეს არხები საკმაოდ პოპულარულია საქართველოში, თუმცა რეკლამირება შეზღუდულია და რთულად განსახორციელებელია.
2.მარკეტინგული სტრატეგია
თქვენი პროდუქტის რეკლამირება უფრო ეფექტური იქნება, თუ იგი ხორციელდება წინასწარ დაგეგმილი, ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიით.
3. სწორი ბიუჯეტი
საჭიროზე ნაკლები ბიუჯეტი, ისეთივე პრობლემაა რეკლამისთვის, როგორც ზედმეტად დიდი თანხების დახარჯვა დროის მოკლე პერიოდში.
მნიშვნელოვანია, თქვენი სარეკლამო ბიუჯეტი, ეფექტურად იყოს გადანაწილებული დროის განსაზღვრულ პერიოდზე, რაც მოგცემთ საშუალებას შეაფასოთ შედეგები და მოახდინოთ ბიუჯეტის კორექტირება.
4.ნდობა
გაყიდვების ზრდის ერთადერთი საფუძველია მომხმარებლის ნდობა. თუმცა, სანამ მომხმარებლის ნდობას დაიმსახურებთ, მან უნდა გაიგოს თქვენს შესახებ.
5.კომუნიკაციის ხარისხი
დაინტერესებული მომხმარებლის “დაფრთხობა” ძალიან მარტივია, იგი ეჭვის თვალით უყურებს თქვენს პროდუქტს, ხოლო თქვენი მხრიდან განხორციელებული ცუდი კომუნიკაცია, უფრო ართულებს თქვენს მდგომარეობას.