მარკეტინგული სტრატეგია – ნიმუში

მარკეტინგული სტრატეგია - ნიმუში

მარკეტინგული სტრატეგიამარკეტინგული სტრატეგია არის ყველაზე ძლიერი ხელსაწყო ხელმძღვანელის ხელში განახორციელოს ეფექტური მარკეტინგული საქმიანობა, აკონტროლოს ხარისხი და შეაფასოს შედეგები დროის სხვადასხვა ჭრილში.

ამ სტატიაში განვიხილოთ ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მარკეტინგული გეგმის მოკლე შინაარსი, რაც საშუალებას მოგცემთ დაინახოთ მისი არსი და საჭიროება.

კომპანიის საქმიანობა

სამშენებლო მასალების გაყიდვა (ფოლადის მასალები: არმატურა, მილკვადრატი, შველერი და სხვა)

სამოქმედო არეალი: საქართველო, თბილისი, იმერეთი, აჭარა

მიზნები: მთავარი მიზანი – გაყიდვების ზრდა, მეორადი მიზანი – ცნობადობის ზრდა სამოქმედო არეალში.

მიზნობრივი მომხმარებელი: განისაზღვრება ასაკის, სამოქმედო არეალის და ინტერესების მიხედვით.

ხელსაწყოები:

არსებული ხელსაწყოები: სახელწოდება, ლოგო

აჭირო ხელსაწყოები: ვებ-საიტი, პრეზენტაციის დიზაინი კორპორატიული კლიენტებისთვის

მარკეტინგული აქტივობის ინტენსივობა:

მინიმალური ბიუჯეტი, აქცენტი მოკლე და საშუალო ვადიან შედეგებზე.

გამოსაყენებელი პლატფორმები:

  • სოციალური მედია – Facebook მარკეტინგი
  • საძიებო სისტემები – Google-ის საძიებო სისტემა
  • კონტენტ მარკეტინგი – თემატური სტატიების განთავსება და სეო ოპტიმიზაცია, თვეში 1-2 სტატია.
  • Email მარკეტინგი & SMS მარკეტინგი– მეილების & სარეკლამო სმს დაგზავნა მიზნობრივი ჯგუფების მიმართულებით

ბიუჯეტი:

განისაზღვრა სამი ალტერნატივა 

1.მინიმალური ბიუჯეტი – 1000 ლარამდე 

აქცენტი მხოლოდ Facebook გვერდის მართვაზე, რისი საშუალებითაც მოხდება მოკლევადიანი შედეგების მიღება.

2.საშუალო ბიუჯეტი (1000-3000 ლარი)

  • Facebook მარკეტინგის სრულყოფილად განხორციელება
  • ვებ-საიტის სეო ოპტიმიზაცია
  • Email მარკეტინგი – მცირე მოცულობით

3.მაქსიმალური ბიუჯეტი 5000-10000 ლარი

  • სოციალური მედია – Facebook/Instagram/Linkedin
  • საიტის კონტენტ მარკეტინგი & სეო ოპტიმიზაცია 
  • ვიდეო კონტენტი
  • SMS & Email მარკეტინგი
  • რეკლამა Google-ში & Youtube-ზე

კონტროლის მექანიზმები:

  • Meta suite insights 
  • Google analytics
  • Search Console 

მსგავსი პოსტები