ეკონომიკური საქმიანობა რეესტრი
რა არის ეკონომიკური საქმიანობა და ვინ არის ვალდებული დარეგისტრირდეს ეკონომიკური საქმიანობის რეესტრში?
ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ ყველა საკითხს, რაც უკავშირდება ეკონომიკური საქმიანობის რეესტრს და მასში რეგისტრაციას.
რა არის ეკონომიკური საქმიანობა?
ეკონომიკური საქმიანობის სახეები და კლასიფიკაცია განსაზღვრულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კლასიფიკატორში.
იხილეთ დოკუმენტი მოცემულ ბმულზე.
ეკონომიკური საქმიანობის რეესტრი კი არის საჯარო რეესტრის სისტემაში შემავალი ახალი რეესტრი, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობათა რეგისტრციას.
ვის ევალება ეკონომიკური საქმიანობის რეესტრში რეგისტრაცია?
ეკონომიკური საქმიანობის რეესტრში რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ სუბიექტს, მათ შორის მეწარმე სუბიექტებს, ფიზიკურ პირებს და ამხანაგობებს.
ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია არის ნებაყოფლობითი, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული საქმიანობებისა:
- სურსათის /ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას;
- ,,შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან;
- ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების საქმიანობა, სადაც ხორციელდება ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურები, მაგალითად: სილამაზის სალონში განსახორციელებელი სხვადასხვა პროცედურები;
- ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 27.07.2018წ. N381 დადგენილებით დამტკიცებული მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოები.
რეგისტრაციის ვადა
ეკონომიური საქმიანობის რეესტრში რეგისტრაციის ვადა გახლავთ 1 წელი, ამ პერიოდში რეგისტრაციის განახლების არ არსებობისას ჩანაწერი ითვლება ძალადაკარგულად.