მობილური აპლიკაციის შექმნა – 5 შეცდომა

მობილური აპლიკაციის შექმნა – 5 შეცდომა

მობილური მოწყობილობების რაოდენობა მუდმივად იზრდება, რასაც მოყვება მათი სიმძლავრისა და შესაძლებლობების განვითარება, რაც აჩენს ბიზნესისთვის უამრავ შესაძლებლობას, მათ შორის არის კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული მობილური აპლიკაციის შექმნა.

განვიხილოთ ხუთი შეცდომა, რასაც უშვებენ ორგანიზაციები მობილური აპლიკაციების დამზადებასთან დაკავშირებით:

1.რა მიზანს ემსახურება აპლიკაციის დამზადება?

რა მიზნების მიღწევაში დაეხმარება აპლიკაცია თქვენს ბიზნესს? 

ეს შეიძლება იყოს: შემოსავლების ზრდა, პროცესების ავტომატიზაცია, ინოვაციების დანერგვა.

შესაძლებელია თუ არა ამ მიზნების მიღწევა, ალტერნატიული და უფრო იაფი საშუალებებით? იქნებ საიტის დამზადება არის უკეთესი ალტერნატივა.

2. აპლიკაციის საჭიროება

რამდენად გჭირდებათ აპლიკაცია? როგორია მისი ბიზნეს მოდელი და რა მოგებას მოუტანს იგი თქვენს ბიზნეს?

ამ და კიდევ ბევრი კითხვის დასმა იქნება საჭირო, იმის დასასაბუთებლად, რომ თქვენ ბიზნესს რეალურად ჭირდება აპლიკაცია.

აპლიკაციის საჭიროების განსაზღვრის გარეშე, შესაძლოა თქვენ გაიღოთ დიდი ფინანსები და შედეგად შეგრჩეთ “მუშა აპლიკაცია”, რომლის შენახვა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე სარგებელი.

3.ტექნიკური დავალება

ტექნიკური დავალების გარეშე აპლიკაციის შექმნა ისეთივე ქაოტურია, როგორც თბილისის განაშენიანება 90-იანების დასაწყისში.

ტექნიკური დავალება არის დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრულია აპლიკაციის ფუნქციონალი, მისი თითოეული ტექნიკური დეტალი და მახასიათებლები.

რაც უფრო კარგად არის ჩამოყალიბებული ტექნიკური დავალება, მით უფრო სწრაფად და ეფექტურად ხდება აპლიკაციის გაკეთება.

4. აპლიკაციის შექმნის ღირებულება

რა ღირს აპლიკაცია? ხშირად პირველი და ყველაზე არასწორი შეკითხვა, რომელიც შეიძლება დაისვას.

აპლიკაციის ფასი დამოკიდებულია მის შესაძლებლობებზე, ფუნქციებზე, დიზაინსა და სხვა ელემენტებზე.

მათ გარეშე ფასის თქმა არა თუ არაფრის მომტანია, არამედ არსებით შეცდომაშია შემყვანია, რადგან არ აქვს რეალობასთან კავშირი.

5.აპლიკაციის შექმნა – მხოლოდ დასაწყისია

აპლიკაციის შექმნა პირველი ნაბიჯია, რასაც მოყვება უამრავი სხვა ნაბიჯი, რომელთა არასწორად განხორციელება განაპირობებს პროექტის ჩავარდნას.

შედეგად ფინანსურ და დროის რესურსების დაკარგვას.

კერძოდ, საუბარია აპლიკაციის ტექნიკურ და შინაარსობრივ განვითარებაზე, რასაც ჭირდება შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და ხედვა, ასევე შესაბამისი ბიუჯეტი და რაც მთავარია სწორი მარკეტინგი.

ამ ხუთი საკითხის სიღრმისეული გააზრება დაგეხმარებათ გადაიფიქროთ აპლიკაციის დამზადების სურვილი ან პირიქით უფრო მომზადებულს გაგხდით ამ პროცესის დასაწყებად.