როგორ გავზარდოთ გაყიდვები?

როგორ გავზარდოთ გაყიდვები?

გაყიდვების ზრდანებისმიერი ბიზნესის მიზანია გაყიდვების ზრდა, მაქსიმალური მოგების მიღება, მინიმალური დანახარჯებით, რაც ხშირად არ ხორციელდება ისე, როგორც დაგეგმილი გვაქვს.

ამ სტატიის წაკითხვის შემდგომ თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა გაიზარდოს თქვენი ბიზნესის გაყიდვები.

მომსახურების სფერო

გაქვთ ხარისხიანი მომსახურება და გსურთ გაყიდვების ზრდა?

ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ფაქტორებს:

მოთხოვნადი – რამდენად მოთხოვნადია თქვენი მომსახურება.

შეისწავლეთ ბაზარი, მათ შორის კონკურენტები, მათი შეთავაზებები, ფასები და გაყიდვების არხები.

რამდენად ხარისხიანია თქვენი სერვისი? ჩაატარეთ ხარისხის კვლევა, მათ შორის ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა იდუმალი მომხმარებელი. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ციფრული არხების მუშაობის ხარისხს.

რამდენად შეუცვლელი ხართ მომხმარებლისთვის? შეუძლია თუ არა თქვენ მომხმარებელს იმავე ხარისხის და მოცულობის სამუშაო მიიღოს სხვა პირისგან, იმავე ან ნაკლები ღირებულებით?

რამდენად ცნობადი ხართ – რამდენმა პოტენციურმა მომხმარებელმა იცის, რომ სთავაზობთ ამ მომსახურებას, ხარისხიანად და თან კონკურენტული პირობებით?

როგორ გავზარდოთ პროდუქციის გაყიდვა?

მნიშვნელოვანია ზუსტად გვესმოდეს, თუ რა განაპირობებს თქვენი პროდუქციის გაყიდვების ზრდას:

სხვაზე ხარისხიანი პროდუქტი – მნიშვნელოვანია გქონდეთ რეალურად ხარისხიანი პროდუქტი, რათა მომხმარებელს გაუჩნდეს სურვილი განახორციელოს მეორადი შესყიდვა, ასევე ურჩიოს სხვას თქვენი პროდუქცია.

სხვაზე იაფი პროდუქტი – ფასი არის კომპონენტი, რომელსაც ყველაზე უფრო ხშირად აქცევენ ყურადღებას მომხმარებლები, ამიტომაც იგი უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს, როგორც თქვენი პროდუქტის ხარისხსს, ასევე კონკურენციას უწევდეს თქვენი კონკურენტების ფასებს.

რაც შეიძლება მეტმა პოტენციურმა მომხმარებელმა უნდა იცოდეს თქვენს შესახებ – შესაძლოა საუკეთესო პროდუქტი გქონდეთ, კარგ ფასად, თუმცა გაყიდვები არ გაგეზრდებათ, თუ ამის შესახებ არ ეცოდინება სხვას.

მომხმარებლის კმაყოფილება

მომხმარებლის კმაყოფილება, ეს არის ძირითადი მიზეზი, რაც განაპირობებს თქვენი პროდუქციის ან მომსახურების გაყიდვების ზრდას.

მოდით ზუსტად გავერკვიოთ, თუ რისგან შედგება მომხმარებლის კმაყოფილების განცდა:

მატერიალური – რა მატერიალური სარგებელი მიიღო თქვენგან.

მაგ: აქციის ფარგლებში იაფად შეიძინა ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც სხვაგან უფრო ძვირი ღირდა. მიიღო იაფი და ხარისხიანი მომსახურება. მიიღო ვაუჩერი, პრომო კოდი და ა.შ.

პროცედურული – რამდენი ნაბიჯის გადადგმა და ძალისხმევა დაჭირდა შედეგის მისაღებად.

მაგ: რიგში ყოფნა, ლოდინი, შეძენის პროცედურის სიმარტივე და სხვა.

ფსიქოლოგიური – რამდენად სასიამოვნო გარემო დახვდა, უღიმოდნენ, მიესალმნენ, დაემშვიდობენ, თავი აგრძნობინეს რაღაცად

ყველაფერი ეს ერთიანობაში ქმნის მომხმარებლის კმაყოფილებას, რაც თავის მხრივ განაპირობებს გაყიდვების ზრდას ორი გზით:

1.მომხმარებელი ბრუნდება და კვლავ ყიდულობს თქვენგან.

2. მომხმარებელი სხვას უზიარებს პოზიტიურ გამოცდილებას, რომელიც მოდის და ყიდულობს თქვენგან.

კითხვა, რატომ უნდა შევიძინოთ თქვენგან?

კითხვა, რომელზეც ხშირად გვესმის პასუხი: მაღალი ხარისხი, მისაღები ფასები და ა.შ.

ყველაფერი ეს ხშირად უბრალო სიტყვებია, რომლებსაც იყენებენ თქვენი კონკურენტებიც.

დასვით შეკითხვა, რეალურად, რითი განსხვავდებით მათგან?

კონკურენტმა შესაძლოა დააკოპიროს თქვენი რეკლამა, სლოგანი, შეთავაზებები, შესთავაზოს უკეთესი ფასი, განახორციელოს სწორი რეკლამირება, მაგრამ რისი დაკოპირება არ შეუძლია მას?

პირადი ურთიერთობების, ეფექტური კომუნიკაციის და ინდივიდუალური დამოკიდებულების თქვენ კლიენტების მიმართ, სწორედ აქ უნდა გამოიჩინოთ მაქსიმალური ძალისხმევა, რაც საშუალებას მოგცემთ მუდმივად გაზარდოთ გაყიდვები და შესაბამისად თქვენი ბიზნესის მოგება.

 

ავტორი – თამთა სირაძე (10 წლიანი გამოცდილება ტოპ მენეჯმენტსა და მარკეტინგში)