რეკლამის გაკეთება გუგლში - როგორ შევქმნათ რეკლამა?

რეკლამის გაკეთება გუგლში საშუალებას აძლევს ნებისმიერ ბიზნესს გააპიაროს საკუთარი პროდუქცია Google-ის საძიებო სისტემაში.

გუგლში რეკლამირება გეხმარებათ მეტ მომხმარებელს გააცნოთ თქვენი პროდუქცია და გაზარდოთ გაყიდვები.

რეკლამა გუგლში განსაკუთრებით ეფექტური შეიძლება იყოს ისეთი სერვისებისა და პროდუქციისთვის, რომლებიც უცებ ხდება საჭირო, წინასწარი გეგმარების გარეშე.

მაგალითად: ევაკუატორის გამოძახება, კანალიზაციის გაწმენდა და სხვა.

რეკლამა Google-ში - როგორ მუშაობს?

რეკლამა გუგლშიროგორ მუშაობს რეკლამა გუგლში?

პირველ რიგში განსაზღვრავთ საძიებო სიტყვებს (ქივორდებს) და ქმნით მიზნობრივ რეკლამას, რომელიც მიმართულია თქვენ პოტენციურ მომხმარებლებზე, მათი ლოკაციის, ინტერესების და სხვა მახასიათებლების მიხედვით.

როდესაც დაინტერესებული პირი, გუგლში ძიებისას ჩაწერს თქვენ მიერ განსაზღვრულ საძიებო სიტყვას, თქვენი ვებ-გვერდი გამოუჩნდება მას რეკლამის სახით, თქვენ კონკურენტებთან შედარებით უფრო მაღალ პოზიციაზე.

რა ღირს რეკლამა გუგლში?

Google-ში რეკლამირება ხორციელდება PPC სისტემით (Pay-per-click), რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ თანხას უხდით გუგლს მხოლოდ მაშინ, როდესაც მომხმარებელი რეალურად დააჭერს თქვენს სრეკლამას და გადმოვა საიტზე.

თქვენ შესაძლებლობა გაქვთ განსაზღვროთ თვიური ბიუჯეტი და აკონტროლოთ სარეკლამო პროცესის მიმდეინარეობა.

გუგლში რეკლამა - უპირატესობები

რა უპირატესობები გააჩნია Google რეკლამას?

ფართო აუდიტორია – გუგლი არის ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. 

აქედან გამომდინარე, გუგლში რეკლამა საშუალებას გაძლევთ თქვენი რეკლამა აჩვენოთ ფართო აუდიტორიას.

პოტენციური მომხმარებლები – თქვენი რეკლამა გამოჩნდება გუგლის საძიებო სისტემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ რეკლამა უჩანთ იმათ ვინც ეძებს თქვენს პროდუქცს ან მომსახურებას. რაც არსებითად ზრდის გაყიდვების შანსებს.

ბიუჯეტის კონტროლი – რეკლამა გუგლში საშუალებას გაძლევთ ზუსტად განსაზღვროთ მოსალოდნელი შედეგები და აკონტროლოთ ბიუჯეტი.

მსგავსი პოსტები