სმს მარკეტინგი - რამდენად ეფექტურია SMS რეკლამა?
ხშირად სმს რეკლამა მოსაბეზრებელი და გამაღიზიანებელია, როდესაც ხორციელდება არასწორედ, თუმცა სმს მარკეტინგი შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სარეკლამო საშუალება გახდეს, თუ გავითვალისწინებთ შემდეგ საკითხებს:
1.სათაური – სმს სათაური არის პირველი რასაც ხედავს მომხმარებელი, სწორედ მასზეა დამოკიდებული გახსნის თუ არა ადრესატი SMS შეტყობინებას.
2.SMS შინაარსი – უნდა იყოს მოკლე, გასაგები და საინტერესო. რეკლამის შედეგები მცირდება, თუ რომელიმე კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს.
3.სიხშირე – რამდენად ხშირად ხდება სარეკლამო სმს დაგზავნა? ხომ არ წუხდება მომხმარებელი?
4. ბაზა – გააგზავნეთ სწორ ბაზაზე ან საერთოდ არ დააგზავნოთ სმს შეტყობინება.
5. ანალიზი – სარეკლამო კამპანიების ანალიზის გარეშე, თქვენ ვერ გააუმჯობესებთ შედეგებს მომავალში.