მომხმარებლის 4 ტიპი - რომელია სასურველი?
ნებისმიერი ბიზნესის წარმატება მომხმარებლის კმაყოფილებაზე გადის. ამ მარტივი ჭეშმარიტების უგულველყოფა განაპირობებს ბიზნესის წარუმატებლობას.
რამდენად კარგად იცნობთ თქვენ მომხმარებელს?
ვინ არის თქვენი პოტენციური მომხმარებელი, რამდენად კარგად იცნობთ მათ, რა ქცევები ახასიათებთ, სად ეძებენ თქვენ პროდუქსა თუ მომსახურებას?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემამდე აუცილებელია კარგად გავიაზროთ მომხმარებლის ტიპები, მათი დაყოფა ოთხ ძირითად კატეგორიად არის შესაძლებელი:
ეძებს იაფად – არ აინტერესბს ხარისხი, მთავარია ყველაზე იაფად შეიძინოს პროდუქტი ან მომსახურება.
ფასი = ხარისხს – ეძებს ბალანსს ფასსა და ხარისხსს შორის.
ეჩქარება – მუდმივად ეჩქარება, უნდა სწრაფი მომსახურება.
VIP – ყოველთვის მაქსიმალური ღირებულების პაკეტი აინტერესბს
რა ტიპის მომხმარებელზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი?
არასდროს გააკეთოთ აქცენტი ისეთ მომხმარებლებზე, რომლებიც ეძებენ იაფიან ვარიანტებს, რადგან ასეთ მომხმარებელს არ აინტერესბს ხარისხი. იმ შემთხვევაშიც უკმაყოფილო იქნება, როდესაც მინიმალური ტარიფით ღებულობენ მაღალი ხარისხის მომსახურებას.
შეიძლება თანამშრომლობა იმათთან, ვისაც ეჩქარება, თუმცა აქ მნიშვნელოვანია ზუსტად განუსაზღვროთ მათ, რომ სისწრაფე ზრდის ღირებულებას.
კარგ შემთხვევაში, ყველაზე გავრცელებული ტიპის მომხმარებელი გეყოლებათ ისეთი, ვინც აფასებს ფასს, ხარისხთან პროპორციაში, ასეთი ტიპის კლიენტები წარმოადგენენ თქვენი ბიზნეს საქმიანობის ხერხემალს.
რაც შეეხება VIP კლიენტებს, რაც უფრო მეტი ასეთი მომხმარებელი გეყოლებათ, მით უფრო მაღალი იქნება თქვენი მოგების მარჟა, თუმცა ასეთი მომხმარებლის მოძიება ყველაზე რთულია.