ინტერნეტ რეკლამა 2023 წელს

ინტერნეტ რეკლამა საშუალებას გაძლევთ აჩვენოთ თქვენი რეკლამა ყველაზე უფრო მეტ პოტენციურ მომხმარებელს, მაქსიმალურად მცირე დროში და მინიმალური ფინანსური დანახარჯებით.

რატომაა ასეთი ეფექტური რეკლამა ინტერნეტში?

რეკლამა ინტერნეტში

მიზნობრიობა – ინტერნეტში არსებული სხვადასხვა პლატფორმები და მათ სარეკლამო ხელსაწყოები საშუალებას იძლევა თქვენი რეკლამა მიუვიდეს იმათ, ვინც მაქსიმალურად დაინტერესებულია მსგავსი სერვისით ან პროდუქციით.

მაგალითად: ფეისბუქის ალგორითმი აკვირდება მომხმარებლის ქცევას, მის ინტერესებს და ქმედებებს და ამაზე დაყდნობით აჩვენებს თქვენ რეკლამას იმათ, ვინც რეალურად დაინტერესებულია.

დრო და სივრცე – ინტერნეტ რეკლამა არ არის შეზღუდული კონკრეტული ადგილით, ამავდროულად რეკლამის გამოსაჩენად, ასეულობით ათასი ადამიანისთვის საათები ან რამდენიმე დღეც საკმარისია.

შედარებისთვის, როდესაც უკვეთავთ სატელევიზიო რეკლამას, მისი ნახვა შეუძლია მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ კონკრეტულ არხს უყურებენ, დროის კონკრეტულ მონაკვეთში, ან როდესაც ბანერს აკრავთ ქუჩაში, თქვენ რეკლამას ნახულობენ მხოლოდ ისინი, ვინც ფიზიკურად ჩაივლის ბანერთან და შეხედავს მას.

სარეკლამო ფინანსები – სამ თვიანი სატელევიზიო რეკლამის ან 6 თვიანი სარეკლამო ბილბორდის დაქირავების ფასად თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ საკმაოდ აქტიური ონლაინ რეკლამა 1 წლის განმავლობაში.

რეკლამა ინტერნეტში - ყველაზე ეფექტური პლატფორმები

ინტერნეტ რეკლამის ფასები

ყველაზე საინტერესო ბოლოსთვის შემოვინახეთ – რა ღირს რეკლამა ინტერნეტში? ფასები განსხვავდება სარეკლამო პლატფორმის, რეკლამის ინტენსიურობისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით.

თუმცა, სატელევიზიო და სხვა ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ნებისმიერი ბიუჯეტით დაიწყოთ რეკლამა, თუნდაც 500 ლარით.